საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.05.2013 ძალადაკარგული 22.08.2016
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
039001000.22.023.016143
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №18

2013 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე,

 ვბრძანებ:


1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე



საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულება

თავი I
ზოგადი  დებულებანი

მუხლი 1
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სატყეო პოლიტიკის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლება-მოვალეობებს (კომპეტენციებს), ანგარიშვალდებულებას  და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსა და ურთიერთობებს.
2. სამსახური არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და  ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 3
სამსახური თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

თავი II
სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილება

მუხლი 4
სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ტყეების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) სატყეო სტრატეგიის შემუშავება;
გ) სტრატეგიული გეგმის რეალიზაციის ხელშესაწყობად წინადადებების მომზადება;
დ) სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ვ) დარგის განვითარებასთან დაკავშირებული, საუკეთესო გამოცდილების პრაქტიკაში დასანერგად წინადადებების მომზადება;
ზ) სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა და ტყის მართვაზე პასუხუსმგებელი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავება;
თ) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების დამტკიცების უზრუნველყოფა;
ი) ტყის საზღვრის კორექტირების შესახებ წინადადებების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
კ) ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ლ) ტყის სახელმწიფო მართვის სფეროში კანონმდებლობით  სამინისტროსათვის დადგენილი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
მ)  კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის   სატყეო მართვის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება; 
ნ) სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის სატყეო სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში,  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის სატყეო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების  განხორციელების  და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ   ინფორმაციის,  ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება;
პ) სახელმწიფო ტყის ფონდის მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ჟ) სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
რ) კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 5
კომპეტენციის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია:
ა) სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს  სათანადო ინფორმაცია და მასალები სამსახურის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე;
ბ) მოამზადოს წინადადებები სატყეო სფეროსთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის;
გ) მონაწილეობა მიიღოს ტყეების მართვის, დაცვისა და მდგრადი გამოყენების სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში;
დ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.

თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

მუხლი 6
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 7
1. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) აკონტროლებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;
ვ) წელიწადში ერთხელ მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უწევს დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს სამსახურისათვის იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) სამსახურის სახელით ამზადებს დასკვნებს;
ლ) შუამდგომლობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
მ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 8
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით.

თავი IV
დასკვნითი დებულებანი

მუხლი 9
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 



 ვბრძანებ:

1.

დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულება.

2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულება
თავი I

ზოგადი  დებულებანი

მუხლი 1🔗

1.

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სატყეო პოლიტიკის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლება-მოვალეობებს (კომპეტენციებს), ანგარიშვალდებულებას  და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსა და ურთიერთობებს.

2.

სამსახური არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

მუხლი 2🔗

სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და  ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 3🔗

სამსახური თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.თავი II

სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილება

მუხლი 4🔗

სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:

ა)

ტყეების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;

ბ)

სატყეო სტრატეგიის შემუშავება;

გ)

სტრატეგიული გეგმის რეალიზაციის ხელშესაწყობად წინადადებების მომზადება;

დ)

სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება;

ე)

კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ვ)

დარგის განვითარებასთან დაკავშირებული, საუკეთესო გამოცდილების პრაქტიკაში დასანერგად წინადადებების მომზადება;

ზ)

სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა და ტყის მართვაზე პასუხუსმგებელი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავება;

თ)

ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების დამტკიცების უზრუნველყოფა;

ი)

ტყის საზღვრის კორექტირების შესახებ წინადადებების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

კ)

ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ლ)

ტყის სახელმწიფო მართვის სფეროში კანონმდებლობით  სამინისტროსათვის დადგენილი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

მ)

 კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის   სატყეო მართვის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება; 

ნ)

სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის სატყეო სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება;

ო)

თავისი კომპეტენციის ფარგლებში,  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის სატყეო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების  განხორციელების  და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ   ინფორმაციის,  ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება;

პ)

სახელმწიფო ტყის ფონდის მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ჟ)

სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;

რ)

კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 5🔗

კომპეტენციის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია:

ა)

სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს  სათანადო ინფორმაცია და მასალები სამსახურის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე;

ბ)

მოამზადოს წინადადებები სატყეო სფეროსთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის;

გ)

მონაწილეობა მიიღოს ტყეების მართვის, დაცვისა და მდგრადი გამოყენების სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში;

დ)

კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.თავი III

სამსახურის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

მუხლი 6🔗

1.

სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2.

სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

მუხლი 7🔗

1.

სამსახურის უფროსი:

ა)

ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ)

წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ)

ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;

დ)

აკონტროლებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე)

ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;

ვ)

წელიწადში ერთხელ მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ)

ორგანიზებას უწევს დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

თ)

სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი)

შუამდგომლობს სამსახურისათვის იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ)

სამსახურის სახელით ამზადებს დასკვნებს;

ლ)

შუამდგომლობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

მ)

ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

2.

სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.

მუხლი 8🔗

1.

სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2.

სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით.თავი IV

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 9🔗

სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.