„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის N 2-435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-673 |
|
2025 წლის 30 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის №2-435 ბრძანებით (ვებგვერდი, 12/06/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.023.016511) დამტკიცებულ „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) წლის ბოლოს, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;“
ბ) მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე1“-„ე3“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე1) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიშის ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი ფორმით მომზადებას;
ე2) კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი ინფორმაციის შინაარსის შემუშავებაზე;
ე3) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.
2. მე-4 -მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მედიასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციების სამმართველო;
ბ) საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ღონისძიებების ორგანიზების სამმართველო.
1. მედიასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მედიაკალენდრის მომზადება;
ბ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური განცხადებების, ფოტო და ვიდეო, ტექსტური საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება;
გ) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების მიერ, ასევე სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი და დაიჯესტის მომზადება;
დ) ფოტო და ვიდეოგადაღება, მასალის დაარქივება;
ე) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მედიის წარმომადგენლების ჩართულობის უზრუნველყოფა; ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციების დაგეგმვა და ორგანიზება;
ვ) სოციალური ქსელების პლატფორმებზე სამინისტროს ოფიციალური გვერდების მართვა, ამავე პლატფორმებზე სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ოფიციალური გვერდების მონიტორინგი;
ზ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მართვა, სისტემაში შემავალი უწყების ვებგვერდების მონიტორინგი;
თ) სოციალური ქსელებისთვის საიმიჯო და საინფორმაციო მასალების: ბანერი, ვიდეორგოლი/რილსი მომზადება.
2. საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ღონისძიებების ორგანიზების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან გამოთხოვა, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
გ) სამინისტროს გამჭვირვალობისა და საჯაროობის, ასევე ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა;
დ) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების სისტემატიზაცია და ერთიანი რეესტრის წარმოება;
ე) სამინისტროს შიდა და გარე სტრატეგიული და ანგარიშგების დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;
ვ) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი;
ზ) ბეჭდური და ელექტრონული საინფორმაციო გამოცემებისთვის საინფორმაციო მასალების შეგროვება/მომზადების უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ორგანიზება, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ღონისძიებების განხორციელების კოორდინირება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის N 2-435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის N 2-435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.10.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის N 2-435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის N 2-435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 30.10.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-673. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.023.016946.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის N 2-435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის N 2-435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის N 2-435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.10.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის N 2-435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №2-673, 30.10.2025, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016946 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6650666/