„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის №2-301 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-490
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.023.016514
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-490

2018 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის №2-301 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის №2-301 ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/05/2018, სარეგისტრაციო კოდი:  010320010.22.023.016490) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;“;

ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ბ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების საქმიანობას;“.

2. მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) სამართალშემოქმედების სამმართველო.

მუხლი 5. სამმართველოების კომპეტენციები

1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ბ) მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;

დ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ე) სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

ვ) სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;

ზ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სამართალშემოქმედების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებული კანონპროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ბ) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;

გ) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია;

დ) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;

ე) მინისტრის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში რეგისტრაციისა და გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 6. სამმართველოს ხელმძღვანელობა

1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს ხელმძღვანელი:

ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის №2-301 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის №2-301 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის №2-301 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის №2-301 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.06.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-490. სარეგისტრაციო კოდი — 010320010.22.023.016514.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის №2-301 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის №2-301 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის №2-301 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის №2-301 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-490, 25.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.023.016514 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4230390/