„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის №2-435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-493 |
|
2018 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;“;
ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების საქმიანობას;“.
2. მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მედიასთან კომუნიკაციის სამმართველო;
ბ) საზოგადოებასთან კომუნიკაციის სამმართველო.
1. მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მედიაკალენდრის მომზადების უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მედიის წარმომადგენლების ჩართულობის უზრუნველყოფა, მათ შორის, ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და საჯარო შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
გ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორციელებული პროექტებისა და სხვა ღონისძიების შესახებ საინფორმაციო მასალის მომზადება;
დ) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორციელებული პროექტებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით;
ე) მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგის განხორციელება;
ვ) მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგის საფუძველზე დაიჯესტის მომზადება;
ზ) სამინისტროს ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღება, დაარქივება, დიზაინი;
თ) სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისა და ტერიტორიული ორგანოების – საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების (შემდგომში – სამსახური) სოციალური გვერდების კოორდინირებული მართვა და სხვა.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს ოფიციალური facebook გვერდის ადმინისტრირება;
ბ) სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდის ადმინისტრირება;
გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისა და სამსახურების სოციალური გვერდების კოორდინირებული მართვა;
დ) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების ცხელი ხაზის ფუნქციონირების მონიტორინგი;
ე) სამინისტროში შემომავალ მოქალაქეთა სატელეფონო ზარებზე პასუხი და რეაგირება;
ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ზ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და შესრულების მონიტორინგი;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
კ) სოციალური მედიის დიზაინის შემუშავება;
ლ) მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიების/პროექტების პიარკამპანიების ფარგლებში, საჭირო სარეკლამო/საიმიჯო მასალის დიზაინის შემუშავება და, კომპეტენციის ფარგლებში, დამზადებაში მონაწილეობის მიღება.
1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს ხელმძღვანელი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშს წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.“.
|