„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-71
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.032.016227
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-71

2017 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/03/2012, სარეგისტრაციო კოდი 0102240030.22.032.016063) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები:

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ნიადაგის მელიორაციის სამმართველო;

ბ) მიწათსარგებლობის სამმართველო.

მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები

1. ნიადაგის მელიორაციის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მელიორაციის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში შპს „საქართველოს მელიორაციის“ მმართველი პირის უფლებამოსილების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული დაფინანსებით, ქვეყნის მასშტაბით ცალკეული ობიექტების და მათზე გასატარებელი სამელიორაციო ღონისძიებების განსაზღვრაში მონაწილეობა;

ე) მიწების მელიორაციის მიმართულებით სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია;

ვ) ნიადაგების ნაყოფიერების შენარჩუნება-გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ნიადაგის ხარისხობრივი მახასიათებლების (ნიადაგის ატლასი) ერთიანი გეომონაცემთა ბანკის შექმნაში მონაწილეობა;

თ) ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების, ნაყოფიერების შენარჩუნება- გაუმჯობესების შესახებ მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. მიწათსარგებლობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიხედვით მიწათსარგებლობისა და ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების (ნიადაგის ატლასი) ერთიანი გეოინფორმაციული სისტემის შექმნაში მონაწილეობა;

ბ) მიწის კონსოლიდაციის მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

გ) მიწის გამოყენებასთან დაკავშირებით მომზადებული პროექტების განხილვა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.04.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.04.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-71. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.032.016227.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.04.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-71, 21.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016227 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.04.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3642246/