„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№115
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.038.016873
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №115

2017 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/07/2017, 010320020.22.038.016810) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროში სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, კონკურსის ჩატარების, თანამდებობაზე დანიშვნის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების, სამინისტროსა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებული მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.“.

2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა შეიძლება გახდეს პირის სამსახურში მიღებაზე უარის საფუძველი. ამასთან, სამსახურში მიღების მსურველ პირს შეიძლება მოეთხოვოს ჯანმრთელობის შესახებ ცნობის წარდგენა სამინისტროს მიერ წინასწარ განსაზღვრულ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებიდან.“.

3. II თავის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:

 

თავი II1

კონკურსი

მუხლი 181კონკურსის გამოცხადების წესი

1. კონკურსის გამოცხადების საფუძველია სამინისტროს სისტემაში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ვაკანტური ადგილის არსებობა.

2. მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის (შემდგომში − კომისია) გადაწყვეტილების საფუძველზე, სამინისტროში კონკურსის გამოცხადების ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური (შემდგომში − სამსახური), ხოლო პრობაციის ეროვნულ სააგენტოში − პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველო (შემდგომში − ადმინისტრაციული სამმართველო).

3. კონკურსის გამოცხადება ხდება სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის (www.moc.gov.ge) მეშვეობით.

4. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ შეიძლება გამოქვეყნდეს აგრეთვე  პრესით, ტელევიზიითა და ოფიციალური ელექტრონული რესურსის მეშვეობით.

მუხლი 182. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ

შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს აუცილებლად წარსადგენი  დოკუმენტების ჩამონათვალს და შემდეგ მონაცემებს:

ა)  ვაკანტური თანამდებობის დასახელებას და რაოდენობას;

ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ ძირითად და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

გ) ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის მიხედვით განსაზღვრულ ფუნქციებს;

დ) ინფორმაციას თანამდებობრივი სარგოს შესახებ;

ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადასა და ფორმას;

ვ) კონკურსის ეტაპებს;

ზ)  კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას;

თ)  კომისიისა და შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართს.

მუხლი 183. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა

1. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სამსახური/ადმინისტრაციული სამმართველო უფლებამოსილია, კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება ან/და არსებითი ხასიათის ცვლილება.

2. სამსახური/ადმინისტრაციული სამმართველო ვალდებულია, კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესწორება ან/და ცვლილება შეიტანოს იმავე წესით, რაც დადგენილია კონკურსის გამოცხადებისათვის.

3. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა გულისხმობს ახალი კონკურსის გამოცხადებას.

4.  ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახური/ადმინისტრაციული სამმართველო ვალდებულია, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, არსებითი ცვლილებისა და კონკურსის ახალი ვადების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს იმ კანდიდატებს, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ განაცხადი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილებების შეტანამდე.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კონკურსის გამოცხადებისას, კანდიდატს ახალი განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10  დღის ვადა.

მუხლი 184კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა

1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილი დოკუმენტაცია და შესაბამისი ფორმის განცხადება (აპლიკაცია) (დანართი №3). კანდიდატებს განცხადების წარდგენისთვის ეძლევათ არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კანდიდატები განცხადებას აგზავნიან კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში განსაზღვრული ფორმით.

2. კანდიდატი ვალდებულია სამინისტროს/პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

3. კანდიდატს უფლება აქვს, კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად, არაუმეტეს სამ ვაკანსიაზე.

მუხლი 185მოთხოვნებირომელიც წაეყენება კანდიდატს

1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით წაყენებულ მოთხოვნებს.

2. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.

მუხლი 186. კანდიდატის უფლება-მოვალეობები

კანდიდატის უფლება-მოვალეობებია:

ა) კონკურსში მონაწილეობის მიზნით, წარადგინოს განცხადება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე;

ბ) სამინისტროს/პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;

გ) გაასაჩივროს კონკურსის შედეგები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) განახორციელოს კონკურსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.

მუხლი 187. სამინისტროს/პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობები

სამინისტროს/პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებია:

ა) გამოაცხადოს კონკურსი სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის (www.moc.gov.ge) მეშვეობით;

ბ) კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება ან/და არსებითი ხასიათის ცვლილება;

გ) შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი სამინისტროს/პრობაციის ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს კანდიდატებს;

დ) განახორციელოს კონკურსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.

მუხლი 188კონკურსზე გამოცხადების წესი

კანდიდატი კონკურსზე დაიშვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით. დაგვიანების შემთხვევაში, კანდიდატი დაიშვება მხოლოდ კომისიის თანხმობით.

მუხლი 189. კომისიის შექმნის წესი და შემადგენლობა

1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება კომისია.

2. კომისიას ქმნის და მის შემადგენლობას განსაზღვრავს, სამინისტროს შემთხვევაში, მინისტრი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს შემთხვევაში – პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

3. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი და სხვა წევრები.

4. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები. პრობაციის ეროვნული სააგენტოს კომისიაში ასევე უნდა შედიოდეს ერთი წარმომადგენელი სამინისტროს სამოქალაქო სამსახურიდან.

მუხლი 1810კომისიის თავმჯდომარე

კომისიის თავმჯდომარე:

ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

გ) ახორციელებს კონკურსის ჩატარების წესით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 1811. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა

1. საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, მინისტრს/პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს შეუძლია შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ამ წესის 1813  მუხლის შესაბამისად.

2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში სპეციალიზებული კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და სხვა წევრებს ნიშნავს მინისტრი/პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

მუხლი 1812. კომისიის წევრის აცილება

1. კომისიის წევრი ვალდებულია, კონკურსის ეტაპების დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს თვითაცილება, თუ მას ნათესაური ურთიერთობა (მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, და, ძმა, დისშვილი, ძმისშვილი, მშობელი, მშობლის და, მშობლის ძმა) აქვს კანდიდატთან. ასევე, თუ არის სხვა გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს კომისიის წევრის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. შესაბამისად, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას იმავე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი სხვა კანდიდატების შეფასებასა და მათ მიმართ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

3. თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნულის შესახებ კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის მიმდინარეობისას, კომისიის ამ წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

მუხლი 1813. კომისიის საქმიანობა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

2. კომისია უფლებამოსილია, ჩაატაროს სხდომა და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისია უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მიიღოს კენჭისყრის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.

4. კომისია, კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად, აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.

5. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანმიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი კონკურსის ყველა ეტაპზე.

6. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ეფუძნება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, კონკურსის ეტაპების შედეგების, სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შეფასებას.

7. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

8. კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

9. თუ კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წინასწარ განსაზღვრულია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე უფრო მცირე ვადა, კომისია უფლებამოსილია, გაზარდოს იგი ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში თავდაპირველად განსაზღვრული და გაზრდილი ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

მუხლი 1814კონკურსის ეტაპები

1. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ბ) კანდიდატის შეფასება (წერითი ან/და ზეპირი დავალების მიცემით, გასაუბრებით);

გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება.

2. კონკურსის პროგრამას, ფორმებს და პირობებს განსაზღვრავს კომისია მინისტრთან/პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, უზრუნველყოფს სამსახური/ადმინისტრაციული სამმართველო.

4. კონკურსის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს სამსახური/ადმინისტრაციული სამმართველო.

მუხლი 1815კონკურსის პირველი ეტაპი

1. კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად  და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას. 

2.  კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს კომისია.

3. განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგები ფორმდება შესაბამისი საოქმო ჩანაწერით და დასტურდება კომისიის წევრების ხელმოწერით.

4. კონკურსის მომდევნო ეტაპამდე კომისია ვალდებულია, ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ.

5. კანდიდატის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში კომისია ვალდებულია, კანდიდატს წერილობით აცნობოს მისი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზი.

მუხლი 1816. კონკურსის მეორე ეტაპი

1. კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას საკონკურსო თემატიკის მოთხოვნების შესაბამისად.

2. კანდიდატის შეფასება, როგორც წესი, ხდება:

ა) წერითი ან/და ზეპირი დავალების მიცემით;

ბ) გასაუბრებით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეფასების სხვა ფორმების გამოყენებით, რაც გულისხმობს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის სამუშაო აღწერილობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელი მოთხოვნების გადამოწმებას.

3. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში.

4. კომისიის სხდომის ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, წარედგინება ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს.

5. ამ მუხლის მე-2  პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით კანდიდატის შეფასებისას კომისია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

6. კანდიდატის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში გასაუბრებაზე შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიოჩაწერა.

მუხლი 1817. კონკურსის მესამე ეტაპი

1. კონკურსის მესამე ეტაპი მოიცავს კონკურსის შედეგების გამოცხადებას.

2. კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.

3. კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

მუხლი 1818. კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება

კონკურსი ჩაშლილად მიიჩნევა, თუ:

ა) მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არცერთი განაცხადი;

ბ) კომისიამ უარი განაცხადა ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.

მუხლი 1819. კონკურსის შეწყვეტის საფუძვლები

1. სამინისტროს/პრობაციის ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის,  სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში სამინისტრო/პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.

2. სამსახური/ადმინისტრაციული სამმართველო ვალდებულია, კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება შეატყობინოს კანდიდატებს.

მუხლი 1820. კონკურსის შედეგების გასაჩივრება

კონკურსის მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

4. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზია ავადმყოფობა, სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია სამსახურში გამოცხადებისას წარმოადგინოს საავადმყოფო ფურცელი, ხოლო დაგვიანებისას, შესაძლებლობის შემთხვევაში, ასევე დასაშვებია სამედიცინო ცნობა. სამინისტროს მოსამსახურე, სამსახურში გამოცხადებისას, საავადმყოფო ფურცელს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის მეშვეობით უგზავნის სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტსა და სამსახურს.“.

5. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:

„10. განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს უნდა წარედგინოს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე სულ ცოტა 5 დღით ადრე, გარდა განსაკუთრებული ან/და ოჯახური პირობებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11. შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა შეთანხმდეს სამინისტროს/პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან/პენიტენციური დაწესებულების დირექტორთან.“.

6. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამინისტროს/პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან, სამინისტროს/პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის შრომითი ანაზღაურების ოდენობით.“.

7. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს მოსამსახურეები ვალდებულნი არიან მოუფრთხილდნენ სამსახურებრივ მოწმობას და არ დაუშვან მისი დაკარგვა, რაც შეიძლება გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს და სამსახურში მოხსენებით ბარათთან ერთად წარმოადგინოს ცნობა მოწმობის დაკარგვის შესახებ.“.

8. 34-ე მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია სამსახურებრივი მივლინების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ მე-5 სამუშაო დღე ემთხვევა მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისს – არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა, სამსახურს, ხოლო პრობაციის ეროვნული სააგენტოს შემთხვევაში – ადმინისტრაციულ სამმართველოს, აცნობოს სამსახურებრივი მივლინების ვადების ან სხვა გარემოების ცვლილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, სამსახური, ხოლო პრობაციის ეროვნული სააგენტოს შემთხვევაში – ადმინისტრაციულ სამმართველო, ამზადებს შესაბამისი ცვლილების პროექტს სამსახურებრივი მივლინების თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში.“.

9. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს მოსამსახურის წერილობითი განცხადების (პატაკის) საფუძველზე, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი (წელიწადში არაუმეტეს 5 დღისა);“.

10. 47-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დაწესებულების/სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო;“;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების  გარეშე, თუ იგი ერთჯერადად განზრახ ან გაუფრთხილებლობით უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ ან/და დაკისრებულ მოვალეობებს;“;

ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მოხელე, რომელიც თვითნებურად (5 დღეზე მეტი ხნით) მიატოვებს სამსახურს, გათავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების მეორე სამუშაო დღიდან.“.

11. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს მოსამსახურე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს დაწესებულების/სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.“.

12. 51-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს მოსამსახურეს 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების/სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო გათავისუფლების შესახებ სამინისტროს მოსამსახურეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე 2 კვირით ადრე მაინც.“.

13. 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესებულების/სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას სამინისტროს მოსამსახურეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო.“.

14. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 54. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შეზღუდვა

სამინისტროს მოსამსახურე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში დაწესებულების/სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.“.

15. 55-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სამსახურში წარადგინოს შემოვლის ფურცელი (დანართი №2) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების თაობაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით. შევსებული შემოვლის ფურცელი ინახება გათავისუფლებული სამინისტროს მოსამსახურის პირად საქმეში. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ, სამინისტროს მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციულ სამმართველოში წარადგინოს შემოვლის ფურცელი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების თაობაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით. შევსებული შემოვლის ფურცელი ინახება გათავისუფლებული სამინისტროს მოსამსახურის პირად საქმეში. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ, სამინისტროს მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება.

4. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, ადმინისტრაციული სამმართველო ვალდებულია, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, ბრძანების გამოცემიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, გაუგზავნოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკური სამმართველოს უფროსს.“.

16. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 56. გარდამავალი დებულებები

1. სამსახურმა ამ წესის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება იმ ვაკანტურ თანამდებობებზე, რომლებზეც პირები საჯარო მოხელის მოვალეობის შემსრულებლებად არიან დანიშნულნი.

2. ადმინისტრაციულმა სამმართველომ ამ წესის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება იმ ვაკანტურ თანამდებობებზე, რომლებზეც პირები საჯარო მოხელის მოვალეობის შემსრულებლებად არიან დანიშნულნი.“.

17. წესის დანართი №2-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის წესის დანართი №3:

 

წესის დანართი №3

 

განცხადება

 

 

სახელი, გვარი: ___________________________________________

დაბადების თარიღი: ______________________________________

მობილური: ______________________________________________

პირადი №: _______________________________________________

ელ. ფოსტა: ______________________________________________

ოჯახური მდგომარეობა: __________________________________

ფაქტობრივი მისამართი: __________________________________

იურიდიული მისამართი: _________________________________

 

განათლება

 

სწავლის დაწყება დამთავრება

საგანმანათლებლო დაწესებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამუშაო გამოცდილება

 

დაწყება – დამთავრება

დაწესებულება/უწყება/თანამდებობა/ უფლება-მოვალეობები

წამოსვლის მიზეზი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტრენინგები და მიღწევები

 

სერტიფიკატის გაცემის წელი, თვე, რიცხვი

ტრენინგის/სემინარის/სასწავლო კურსის თემა

 

 

 

 

 

 

 

 

უცხო ენები

 

ენა

წერითი უნარები

მეტყველება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომპიუტერული პროგრამები

 

პროგრამის დასახელება

ცოდნის დონე

 

 

 

 

 

 

 

რეკომენდატორები:

1. ____________________________________

2. ____________________________________

3. ____________________________________

 

ოჯახის წევრები:

1. ____________________________________

2. ____________________________________

3. ____________________________________

4. ____________________________________

5. ____________________________________

 

სამოტივაციო წერილი:

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

 

თანახმა ვარ, ჩემ მიერ განცხადებაში მითითებული პერსონალური მონაცემები, ასევე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები (ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, საპროცესო შეთანხმების დადებასთან და განრიდებასთან დაკავშირებული მონაცემები) დამუშავებულ იქნეს სამინისტროს/პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ შრომით-სამართლებრივი მიზნებისათვის.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი