„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის N46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№131
სარეგისტრაციო კოდი
120070010.22.038.016546
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №131

2015 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული  დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანებაში (სსმ,120070010.22.038.016154, 01.03.2013წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,“.

3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში (შემდგომში – დეპარტამენტი) წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესი (დანართი №1).“.

4. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესი“.

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. წვევამდელის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის წესი და რეგულირება

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციურ დეპარტამენტში (შემდგომში – დეპარტამენტი) წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოში (შემდგომში – სამმართველო) წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესსა და პირობებს, წვევამდელის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებსა და წესს.

2. წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურის გავლა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონებით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, ამ წესით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“;

გ) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. შერჩეული კანდიდატების სამხედრო ვალდებულების მოსახდელად სამმართველოში ჩარიცხვა და წოდების მინიჭება ფორმდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით.“;

დ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

მუხლი 6. მოსამსახურის მიმაგრება

1. სამმართველოში ჩარიცხული სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე მინისტრის ბრძანებით მიემაგრება სამმართველოს კონკრეტულ განყოფილებას. შესაძლებელია სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის სამმართველოს სხვა განყოფილებაში გადაადგილება.

2. მოსამსახურეს დაცვის ობიექტზე განწესში (ყარაული) განაწილებისას უშუალო ხელმძღვანელის მიერ უტარდება შესაბამისი ინსტრუქტაჟი.“;

ე) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წვევამდელის მიერ  სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ვადა განისაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“;

ვ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება

სამმართველოში სამხედრო ვალდებულების მოსახდელად ჩარიცხულ წვევამდელსა და სამინისტროს შორის, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ფორმდება საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება დანართი №2-ში მითითებული ფორმის შესაბამისად.“;

ზ) მე-9 მუხლის:

ზ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შვებულების გაფორმებას დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.“;

ზ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მივლინებაში გაგზავნა ფორმდება დეპარტამენტის დირექტორის წარდგინების საფუძველზე მინისტრის ბრძანებით. მისავლინებელ პირს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მივლინება პირდაპირ არ უკავშირდება სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებას) მიეცემა სამივლინებო ბარათი და სამივლინებო თანხა, საჭიროების შემთხვევაში მშრალი ულუფა ან სასურსათო და ფულადი კომპენსაცია.“;

თ) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ფორმდება მინისტრის ბრძანებით.“;

ი) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ღირსეული ქმედებისათვის წახალისება ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინების საფუძველზე, ამ წესის შესაბამისად.“;

კ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 18. ცეცხლსასროლი იარაღის სრულყოფილი შესწავლა

ცეცხლსასროლი იარაღის სრულყოფილი შესწავლა, ე.ი. სამხედრო მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის, მათ შორის მასზე ტაბელით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის მოვლის, შენახვის და გამოყენების წესების სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული შესწავლა – წახალისდება მადლობის გამოცხადებით ან 5 დღემდე შვებულებით.“;

ლ) 27-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;

მ) 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხორციელდება დეპარტამენტის დირექტორის წარდგინების საფუძველზე, მინისტრის ბრძანებით.“;

5. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

                      

„დანართი №2

 

ხელშეკრულება №-----------

საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ

 

 

 

ქ. თბილისი „-----“ ---------------- 20   წ.

 

ერთი მხრივ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

    

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სახით და, მეორე მხრივ---------------------------------------------------------------------------------------

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

(შემდგომში – მოსამსახურე) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონების, პატიმრობის კოდექსის და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის“ საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშკრულებას შემდეგი პირობებით:

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მოსამსახურის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოში საკონტრაქტო სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა.

მუხლი 2. ხელშეკრულების ძალაში შესვლის პირობები

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის ვადის ათვლა დაიწყება მოსამსახურის ჩარიცხვის ბრძანებაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ხელმოწერის დღიდან.

მუხლი 3. მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

3.1. სამინისტრო ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სოციალური გარანტიებით, შესაბამისი ფორმის ტანსაცმლით, სპეციალური აღჭურვილობითა და ფულადი ანაზღაურებით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილი ოდენობით;

ბ) გააცნოს მოსამსახურეს ნორმატიული აქტებითა და ინსტრუქციებით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები;

გ) განახორციელოს კონტროლი მოსამსახურის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე;

დ) მოსამსახურის მიერ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, უზრუნველყოს შესაბამის სამსახურებში ცნობების გაგზავნა ამ მოსამსახურის ნამსახურობის აღნიშნული პერიოდის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ჩათვლის მიზნით.

3.2. მოსამსახურე ვალდებულია:

ა) გაიაროს სამსახურის სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების საკარანტინო პერიოდი;

ბ) მტკიცედ დაიცვას სამხედრო ფიცი;

გ) ზედმიწევნით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.

3.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 4. ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები

4.1. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა;

ბ) ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა.

4.2. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა;

ბ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა;

გ) ფიცის გატეხა, მოსამსახურისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა;

დ) დანაშაულის ჩადენაზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

მუხლი 5. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის განსაკუთრებული პირობები

5.1. ხელშეკრულება ვადამდე შეიძლება შეწყდეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების მიზეზით, რითაც დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

5.2. მოსამსახურეს, თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ნამსახურები პერიოდი სავალდებულო სამსახურში არ ჩაეთვლება და მისი სამართლებრივი სტატუსი და სამხედრო ვალდებულებისადმი დამოკიდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი  6. სხვა პირობები

ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელიც ინახება მხარეებთან.

                   სამინისტრო                                                                               მოსამსახურე

-----------------------------------------                                             -----------------------------------------

-----------------------------------------                                             -----------------------------------------

-----------------------------------------                                             -----------------------------------------

-----------------------------------------                                             -----------------------------------------

-----------------------------------------                                             -----------------------------------------

-----------------------------------------                                             -----------------------------------------

-----------------------------------------                                            -----------------------------------------

-----------------------------------------                                            -----------------------------------------

   „-------“ „--------------------“ 20    წ.                                                  „____“ "_____________“ 20    წ.“

 

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ ხულორდავა