„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №54 |
|
2025 წლის 25 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში (შემდგომში – სამსახურის სისტემა) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;“;
ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) სამსახურის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელება სამსახურის უფროსთან შეთანხმებით;“.
2. მე-3 მუხლის:
ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გენერალური ინსპექციის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით, შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე აღნიშნული ამოცანების შესრულებისთვის სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო, კონტრდაზვერვითი და სადაზვერვო საქმიანობის განმახორციელებელი ქვედანაყოფების შესაძლებლობების გამოყენება;
ბ) სამსახურის სისტემაში შემავალი დანაყოფების საქმიანობის (მათ შორის, ოპერატიულ-სამძებრო, კონტრდაზვერვითი და სადაზვერვო) შემოწმება არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენის მიზნით;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურასა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა;“;
გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სამსახურის მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოპოვებული მასალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად საქართველოს პროკურატურისთვის დადგენილი წესით გადაგზავნა;“.
3. მე-8 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კომპეტენციის ფარგლებში, გატარებული მუშაობის შედეგების მიხედვით, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის კონკრეტული მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე;“;
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სამსახურის უფროსის ბრძანებებით დადგენილი წესით, ახორციელებს სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების მიერ წარმოებული საქმიანობის, მათ შორის, ოპერატიულ-სამძებრო, კონტრდაზვერვითი და სადაზვერვო საქმიანობის, აგრეთვე აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ოპერატიული ხარჯების ინსპექტირებას;“;
გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) მონაწილეობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, რომლებიც არეგულირებს სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების მიერ ოპერატიულ-სამძებრო, კონტრდაზვერვითი და სადაზვერვო საქმიანობის განხორციელების, აგრეთვე აღნიშნული საქმიანობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის წესს;“.
|