„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№138
სარეგისტრაციო კოდი
130000000.63.075.016118
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №138

2019 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 03/08/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016004) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ადმინისტრაციაში დასანიშნი კანდიდატების განხილვას და შერჩევას, ხოლო აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურული  საკითხის მოსაწესრიგებლად, თავის კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს ადმინისტრაციაში შესაბამის თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატებს/მოსამსახურეებს, მოსამსახურეთა მივლინების საკითხებს და წახალისების შესახებ წინადადებებს; უზრუნველყოფს სასწავლო კურსებზე გასაგზავნ მოსამსახურეთა შერჩევას; სამსახურის უფროსს კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციის ან/და მასში შემავალი დანაყოფის (დანაყოფების) სამსახურებრივ ინსტრუქციას/რეგლამენტს მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ; ადმინისტრაციის პირად შემადგენლობას განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს; ადმინისტრაციაში პირის შტატგარეშე მოსამსახურედ მიღებისას ადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობებს;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციის მოსამსახურეთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან ან/და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან ადმინისტრაციის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;“;

დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსს ან კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;“;

ე) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და სამსახურის უფროსის ან/და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას  სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის ან/და ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო ასევე მისი არყოფნისას – ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის ან/და ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.

4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციის სტრუქტურულ დანაყოფს ხელმძღვანელობს დანაყოფის უფროსი, რომელსაც კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგრიგოლ ლილუაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.12.2019.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.12.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №138. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.63.075.016118.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.12.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №138, 24.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016118 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4738585/