„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-65 |
|
2016 წლის 24 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის N2-51 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/02/2014, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016141) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების“:
1. მე-2 მუხლის „გ-ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ბიოწარმოების განვითარების ხელშეწყობა; დ) მცენარეთა და ცხოველთა აგრობიომრავალფეროვნების მიმართ არსებული საფრთხეების შეფასება და მათი გადაჭრის გზების კვლევა; ე) თესლისა და სარგავი მასალების კონტროლის საერთაშორისო სისტემების კვლევა, სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა, ხარისხობრივი მახასიათებლების კვლევა და სერტიფიცირება.” 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ცენტრის ფუნქციები ცენტრის ფუნქციებია: ა) სასელექციო მეურნეობების მოწყობა და ჯიშთა გამოცდის ორგანიზება ან/და განხორციელება; ბ) რეკომენდირებული ჯიშების კომპეტენტურ შერჩევაში მწარმოებლის ინფორმაციული მხარდაჭერა; გ) ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების გენოფონდისა და ინტროდუცირებული ცხოველის ჯიშების აღწერა, გენეტიკური და საინფორმაციო ბანკების შექმნა; დ) ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების სათესლე და სარგავი მასალების წარმოების თანამედროვე მეთოდების კვლევა და დანერგვის ხელშეწყობა; ე) მრავალწლოვანი კულტურების აგროტექნოლოგიური კვლევა და გენოფონდის შენარჩუნების ხელშეწყობა; ვ) მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემების კვლევა და შემუშავება; ზ) სათესლე და სარგავი მასალის ხარისხობრივი პარამეტრების კვლევა და სერტიფიცირებაში მონაწილეობა; თ) სოფლის მეურნეობაში ბიოწარმოების დანერგვის ხელშეწყობა; ი) ნიადაგის კვლევა ხარისხობრივი მაჩვენებლის შესწავლის, ნაყოფიერების შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით; კ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკების შეფასება; ლ) ახალი ტექნოლოგიების გავრცელების ხელშეწყობა, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა; მ) თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების გამოყენების ხელშეწყობა; ნ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა კვლევები; ო) სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვა-გადამუშავების მეთოდების კვლევა; პ) კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ცენტრის მოვალეობები ცენტრის მოვალეობებია: ა) შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციები მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) უზრუნველყოს თავისი საქმიანობის ობიექტურობა, ხელმისაწვდომობა და გამჭირვალობა; გ) ითანამშრომლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან; დ) მიაწოდოს ინფორმაცია გაწეული მუშაობის შესახებ დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს დადგენილი წესით.“. 4. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ცენტრის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ერთი სამეცნიერო დარგში, ხოლო მეორე – ადმინისტრაციულ დარგში, რომელთაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს2016 წლის 5 აპრილიდან.
|
|