„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-1016 |
|
2018 წლის 18 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის შემადგენლობაშია:
ა.ა) იურიდიული სამმართველო;
ა.ბ) ადამიანური რესურსების და საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) ფინანსური სამსახური;
გ) სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახური;
დ) მეხილეობის კვლევის სამსახური;
ე) მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევის სამსახური;
ვ) სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახური;
ზ) ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახური;
თ) ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური;
ი) ბიოაგროწარმოების სამსახური;
კ) მეცხოველეობისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტი;
ლ) ვეტერინარიის კვლევის სამსახური;
მ) მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტი;
ნ) აგროსაინჟინრო კვლევის სამსახური;
ო) საზოგადოებასთან, რეგიონებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ს ამსახური;
პ) რისკის შეფასების სამსახური;
ჟ) მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახური;
რ) მოლეკულური მარკირების ლაბორატორია (დნმ ლაბორატორია);
ს) მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახური;
ტ) ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური;
უ) აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახური;
ფ) ეკოფიზიოლოგიის კვლევის სამსახური.“
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ცენტრის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება, სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან, შემოსული წერილების ან ცენტრში წარმოებული სხვა ნებისმიერი დოკუმენტაციის თუ კორესპონდენციის რეგისტრაცია, მათი მოძრაობის ან შესრულებულ დავალებათა აღრიცხვა;
ბ) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ცენტრის ინტერესების სამართლებრივი დაცვა;
გ) იმ ხელშეკრულებათა შედგენა ან/და მათ შედგენაში მონაწილეობის მიღება, რომლებშიც მხარედ წარმოდგენილია ცენტრი;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;
ე) საერთაშორისო ურთიერთობებში,სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ი ნტერესების წარმოდგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა;
ზ) ცენტრის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა;
თ) ცენტრის თანამშრომლების საქართველოში და საზღვარგარეთ (სემინარებზე, კ ონფერენციებზე და სხვა) სამივლინებო დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა;
ი)უზრუნველყოს ცენტრის უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, რეგისტრაცია და ელექტრონული საინფორმაციო ბაზების (რეესტრის) წარმოება;
კ) სამეურნეო, სარემონტო,სამშენებლო და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა, ქონების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;
ლ) ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და სხვა რესურსების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
მ) მატერიალურ ფასეულობათა მიღების, აღრიცხვის, შენახვისა და მათი მდგომარეობის კონტროლის განხორციელება;
ნ) სასაწყობო მეურნეობის წარმართვა.“.
3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. ვეტერინარიის კვლევის სამსახურის ფუნქციებია:
ა) სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა დაავადებების (მათ შორის, საკარანტინო) კვლევა და ბრძოლის ღონისძიებების შემუშავება;
ბ) ახალი ვეტპრეპარატების კვლევა;
გ) მაღალპროდუქტიული ჯიშების გავრცელების, გამრავლების და მოვლის თანამედროვე მეთოდების შემუშავება;
დ) კვლევის შედეგების და მიღებული მონაცემების შეფასება და ინტერპრეტაცია;
ე) ბეჭდური და საილუსტრაციო მასალების მომზადება, რეგიონებში სასწავლო–პრაქტიკული ხასიათის ტრენინგების ჩატარება.“.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-1016. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.023.016557.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-1016, 18.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016557 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4409760/