საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-51 |
|
2014 წლის 25 თებერავალი ქ. თბილისი |
„საჯარო-სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №162 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი (შემდგომში-ცენტრი) წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
2. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს სპეციალური უფლებამოსილება. იგი საკუთარი სახელით უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულებები, აწარმოოს მოლაპარაკებები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო, მათ შორის სადეპოზიტო ანგარიშები, ლოგო, ბეჭედი, აგრეთვე იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. ცენტრის დაფინასების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6. |
მუხლი 2.
ცენტრის საქმიანობის მიზანი |
ცენტრის საქმიანობის მიზანია:
ა) სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სურსათის წარმოების ხელშეწყობა, ახალი ტექნოლოგიების კვლევა-დანერგვა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთა ექსტენცია; ბ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის შეფასების უზრუნველყოფა; გ) ბიომეურნეობის განვითარების ხელშეწყობა; დ) მცენარეთა და ცხოველთა აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა.
|
მუხლი 3.
ცენტრის ფუნქციები |
ცენტრის ფუნქციებია:
ა) სასელექციო მეურნეობების მოწყობა და ჯიშთა გამოცდის განხორციელება; ბ) რეკომენდებული ჯიშების შესახებ მონაცემების გამოქვეყნება და რეგისტრირებულ ჯიშთა რეესტრის წარმოება; გ) ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის აღწერა, გენეტიკური და საინფორმაციო ბანკების შექმნა; დ) ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების სათესლე და სარგავი მასალების წარმოების ტექნოლოგიის დანერგვის ხელშეწყობა; ე) მრავალწლოვანი კულტურების აგროტექნოლოგიური კვლევა და გენოფონდის შენარჩუნება; ვ) მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემების შემუშავება; ზ) სათესლე და სარგავი მასალის ხარისხის შემოწმება (აღმოცენება, ენერგია, სიწმინდე და სხვა) და სერტიფიცირება; თ) სოფლის მეურნეობაში ბიოაგროწარმოების დანერგვის ხელშეწყობა; ი) ნიადაგის კვლევა ხარისხობრივი მაჩვენებლის შესწავლის და ნაყოფიერების დადგენის მიზნით; კ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის შეფასება; ლ) სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა და დემონსტრირება; მ) თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების დანერგვის ხელშეწყობა; ნ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევები; ო) კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. |
მუხლი 4.
ცენტრის მოვალეობები |
ცენტრის მოვალეობებია:
ა) შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციები და განახორციელოს მინიჭებული უფლებამოსილებანი; ბ) უზრუნველყოს თავისი საქმინობის ობიექტურობა, სიზუსტე და გამჭვირვალობა; გ) ითანამშრომლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; დ) მიაწოდოს ინფორმაცია გაწეული მუშაობის შესახებ დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს დადგენილი წესით. |
მუხლი 5.
ცენტრის სტრუქტურა |
1. ცენტრი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.
2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) ფინანსური და საბუღალტრო სამსახური; გ) მრავალწლიანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტი; დ) ერთწლიანი კულტურების კვლევის დეპარტამენტი; ე) ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური; ვ) ბიოაგროწარმოების სამსახური; ზ) მეცხოველეობის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტი; თ) მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის სამსახური; ი) სათესლე და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახური; კ) აგროსექტორის მექანიზებული სერვისების კვლევის სამსახური; ლ) რეგიონებთან ურთიერთობისა და ექსტენციის სამსახური; მ) რისკის შეფასების სამსახური.
|
მუხლი 6.
ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები |
მუხლი 7.
ცენტრის მართვა და წარმომადგენლობა |
1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
2. ცენტრის დირექტორი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრს მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაში და პერსონალურად აგებს პასუხს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისა და მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე. 3. დირექტორი მოქმედებს ცენტრის სახელით და მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ცენტრს სახელმწიფო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში. 4. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილე(ები), რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. 5. ცენტრის დირექტორის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის მოვალეობებს ასრულებს ცენტრის დირექტორის მოადგილე. 6. ცენტრის დირექტორი: ა) ორგანიზაციას უწევს და ხელმძღვანელობს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას; ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) თანამშრომლებს შორის ანაწილებს უფლება-მოვალეობებს; დ) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს და წარუდგენს წინადადებებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს ცენტრის დებულებასა და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ე) ქმნის მეცნიერ ექსპერტთა საბჭოს, საკონკურსო და საატესტაციო კომისიებს; ვ) აფორმებს ხელშეკრულებებს შესაბამის ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ზ) აკონტროლებს ხარჯთაღრიცხვით გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას; თ) კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ცენტრის თანამშრომლების წახალისებას ან დისციპლინურ ღონისძიებებს; ი) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. |
მუხლი 8.
ცენტრის სახელმწიფო კონტროლი |
1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. ცენტრი ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად სოფლის მეურნეობის მინისტრს მოთხოვნისთანავე წარმოუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები. 3. ცენტრს სამინისტროს თანხმობით შეუძლია: ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) თავდებობა; გ) სესხის აღება; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 5. ცენტრი მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების განკარგვას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ცენტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს. |
მუხლი 9.
ცენტრის დაფინანსების წყარო |
1. ცენტრის დაფინანსების წყაროა:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 2. ცენტრის მიერ მიღებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 10.
ცენტრის ქონება |
1. ცენტრის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება ცენტრის დამოუკიდებელ ბალანსზე. |
მუხლი 11.
დასკვნითი დებულებანი |
1. ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის განვითარების სამეცნიერო-კვლებითი ცენტრის დებულება
მუხლი 1.
ზოგადი დებულებებიმინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით გალეგაშვილი დანართი №1 |
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი (შემდგომში-ცენტრი) წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
2. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს სპეციალური უფლებამოსილება. იგი საკუთარი სახელით უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულებები, აწარმოოს მოლაპარაკებები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო, მათ შორის სადეპოზიტო ანგარიშები, ლოგო, ბეჭედი, აგრეთვე იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. ცენტრის დაფინასების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6.
მუხლი 2.
ცენტრის საქმიანობის მიზანი |
ცენტრის საქმიანობის მიზანია:
ა) სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სურსათის წარმოების ხელშეწყობა, ახალი ტექნოლოგიების კვლევა-დანერგვა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთა ექსტენცია;
ბ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის შეფასების უზრუნველყოფა;
გ) ბიომეურნეობის განვითარების ხელშეწყობა;
დ) მცენარეთა და ცხოველთა აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა.
მუხლი 3.
ცენტრის ფუნქციები |
ცენტრის ფუნქციებია:
ა) სასელექციო მეურნეობების მოწყობა და ჯიშთა გამოცდის განხორციელება;
ბ) რეკომენდებული ჯიშების შესახებ მონაცემების გამოქვეყნება და რეგისტრირებულ ჯიშთა რეესტრის წარმოება;
გ) ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის აღწერა, გენეტიკური და საინფორმაციო ბანკების შექმნა;
დ) ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების სათესლე და სარგავი მასალების წარმოების ტექნოლოგიის დანერგვის ხელშეწყობა;
ე) მრავალწლოვანი კულტურების აგროტექნოლოგიური კვლევა და გენოფონდის შენარჩუნება;
ვ) მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემების შემუშავება;
ზ) სათესლე და სარგავი მასალის ხარისხის შემოწმება (აღმოცენება, ენერგია, სიწმინდე და სხვა) და სერტიფიცირება;
თ) სოფლის მეურნეობაში ბიოაგროწარმოების დანერგვის ხელშეწყობა;
ი) ნიადაგის კვლევა ხარისხობრივი მაჩვენებლის შესწავლის და ნაყოფიერების დადგენის მიზნით;
კ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის შეფასება;
ლ) სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა და დემონსტრირება;
მ) თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების დანერგვის ხელშეწყობა;
ნ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევები;
ო) კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
მუხლი 4.
ცენტრის მოვალეობები |
ცენტრის მოვალეობებია:
ა) შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციები და განახორციელოს მინიჭებული უფლებამოსილებანი;
ბ) უზრუნველყოს თავისი საქმინობის ობიექტურობა, სიზუსტე და გამჭვირვალობა;
გ) ითანამშრომლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
დ) მიაწოდოს ინფორმაცია გაწეული მუშაობის შესახებ დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს დადგენილი წესით.
მუხლი 5.
ცენტრის სტრუქტურა |
1. ცენტრი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.
2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ბ) ფინანსური და საბუღალტრო სამსახური;
გ) მრავალწლიანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტი;
დ) ერთწლიანი კულტურების კვლევის დეპარტამენტი;
ე) ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური;
ვ) ბიოაგროწარმოების სამსახური;
ზ) მეცხოველეობის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტი;
თ) მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის სამსახური;
ი) სათესლე და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახური;
კ) აგროსექტორის მექანიზებული სერვისების კვლევის სამსახური;
ლ) რეგიონებთან ურთიერთობისა და ექსტენციის სამსახური;
მ) რისკის შეფასების სამსახური.
მუხლი 6.
ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები |
1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
2. ცენტრის დირექტორი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრს მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაში და პერსონალურად აგებს პასუხს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისა და მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
3. დირექტორი მოქმედებს ცენტრის სახელით და მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ცენტრს სახელმწიფო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში.
4. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილე(ები), რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი.
5. ცენტრის დირექტორის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის მოვალეობებს ასრულებს ცენტრის დირექტორის მოადგილე.
6. ცენტრის დირექტორი:
ა) ორგანიზაციას უწევს და ხელმძღვანელობს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) თანამშრომლებს შორის ანაწილებს უფლება-მოვალეობებს;
დ) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს და წარუდგენს წინადადებებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს ცენტრის დებულებასა და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
ე) ქმნის მეცნიერ ექსპერტთა საბჭოს, საკონკურსო და საატესტაციო კომისიებს;
ვ) აფორმებს ხელშეკრულებებს შესაბამის ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ზ) აკონტროლებს ხარჯთაღრიცხვით გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას;
თ) კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ცენტრის თანამშრომლების წახალისებას ან დისციპლინურ ღონისძიებებს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
მუხლი 8.
ცენტრის სახელმწიფო კონტროლი |
1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. ცენტრი ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად სოფლის მეურნეობის მინისტრს მოთხოვნისთანავე წარმოუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.
3. ცენტრს სამინისტროს თანხმობით შეუძლია:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) თავდებობა;
გ) სესხის აღება;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. ცენტრი მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების განკარგვას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ცენტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
მუხლი 9.
ცენტრის დაფინანსების წყარო |
1. ცენტრის დაფინანსების წყაროა:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
2. ცენტრის მიერ მიღებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 10.
ცენტრის ქონება |
1. ცენტრის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება ცენტრის დამოუკიდებელ ბალანსზე.
მუხლი 11.
დასკვნითი დებულებანი |
1. ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|