„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-71 |
|
2015 წლის 20 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის N2-51 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 25/02/2014, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016141) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.დ) ქონების მართვის სამმართველო;“ ბ) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ე) სამეურნეო და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;“ გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) საზოგადოებასთან, რეგიონებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამსახური;“ 2. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „კ-ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) უზრუნველყოს ცენტრის უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, რეგისტრაცია და ელექტრონული საინფორმაციო ბაზების (რეესტრის) წარმოება; ლ) სამეურნეო, სარემონტო, სამშენებლო და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა, ქონების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;“ ბ) მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) სათესლე და სარგავ მასალაზე შესაბამისობის შეფასების სამუშაოთა განხორციელება და სერტიფიკატების გაცემა.“ გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საზოგადოებასთან, რეგიონებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამსახურის ფუნქციებია: ა) მედიასთან ურთიერთობის წარმართვა ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების საზოგადოებრივად გაშუქების მიზნით; ბ) ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის და სოციალური ქსელის ადმინისტრირება, ინფორმაციის პერიოდული განახლება; გ) ახალი ტექნოლოგიების გავრცელების ხელშეწყობა (ექსტენცია), საჩვენებელი და სადემონსტრაციო ღონისძიებების მოწყობა; დ) მუნიციპალიტეტებში სამინისტროს საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურებთან თანამშრომლობა; ე) სამეცნიერო კვლევებისა და ანალიზის შედეგად მიღებული ინოვაციური ტექნოლოგიების, სასოფლო –სამეურნეო კულტურათა, ახალი ჯიშების და ჰიბრიდების, თესლისა და სარგავი მასალების ბეჭდური და საილუსტრაციო მასალების გავრცელება; ვ) რეგიონებში სემინარების ჩატარების ორგანიზება, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების მოვლა - მოყვანის, დაცვის, სასოფლო – სამეურნეო პროდუქტების წარმოების, შენახვა – გადამუშავების და სხვა სამეწარმეო საქმიანობის შესახებ; ზ) ცენტრის წარმომადგენლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების კოორდინაცია; თ) ცენტრში შემოსულ კორესპონდენციის განხილვა; ი) ურთიერთობის კოორდინაცია საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, თემატურად დაკავშირებულ უცხო ქვეყნის სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციებთან; კ) ცენტრის სახელით მონაწილეობის მიღება საერთაშორისო კონფერენციებში, გამოფენებში, პრეზენტაციებში, სემინარებსა და ტრენინგებში; ლ) რეგიონებიდან ინფორმაციის მოპოვება და მისი მიწოდება ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის“. დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. რისკის შეფასების სამსახურის ფუნქციებია: ა) მოსახლეობისა და ცხოველთა ჯანმრთელობაზე, აგრეთვე მცენარეთა სიჯანსაღეზე რისკის შეფასების პროცედურების ორგანიზება; ბ) საფრთხეების იდენტიფიცირება, აღწერა და რისკების მისაღები დონის დადგენა; გ) რისკებთან დაკავშირებული ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ხელმისაწვდომი, მეცნიერულად დასაბუთებული შედეგებისა და მონაცემების მოძიება და ანალიზი; დ) რისკის მართვაზე პასუხისმგებელ ორგანოებთან თანამშრომლობა; ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ვ) საფრთხეებთან დაკავშირებით სამეცნიერო დასკვნის წარდგენა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.“ 3. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) ქმნის სამეცნიერო, ექსპერტთა და საკონსულტაციო საბჭოებს, საკონკურსო და საატესტაციო კომისიებს;”
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|