„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-202 |
|
2015 წლის 4 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის N2-51 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/02/2014, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016141) შეტანილ იქნას ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების“:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახური.“. 2. მე-6 მუხლის: ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) კარტოფილის, ბოსტნეულის, ბაღჩეულის და საბოსტნე პარკოსანი კულტურების თესვისა და მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების კვლევა, დამუშავება, გავრცელება.“; ბ) მე-5 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი: „15. მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის ფუნქციებია: ა) მარცვლოვანი კულტურების ჯიშთა გამოცდა, გასავრცელებლად შერჩევა, სელექციური სამუშაოების წარმოება; ბ) მივიწყებული და ნაკლებად გავრცელებული მარცვლოვანი კულტურების რეაბილიტაცია და მათი აგროტექნიკის დამუშავება, თესლბრუნვაში მათი ადგილის შერჩევა და ათვისება; გ) მარცვლოვანი კულტურების კონდიციური თესლის მიღების ტექნოლოგიების სრულყოფა და ფერმერულ მეურნეობაში გავრცელების რეკომენდაციების დამუშავება; დ) მარცვლოვანი კულტურების ენდემების მოპოვება, სელექციური გაუმჯობესება, გამრავლება და კომერციული შეფასება, მათი გენეტიკურ ბანკში განთავსება და პოპულარიზაცია; ე) მარცვლოვანი კულტურების წარმოების მინდვრის დღეების მოწყობა, ფერმერთა ტრეინინგების ორგანიზება, ამ კულტურების ფერმერთათვის შეთავაზება მუნიციპალიტეტების მიხედვით ჯიშების შესარჩევად და გასავრცელებლად; ვ) მარცვლოვანი კულტურების თანამედროვე აგროტექნიკის სრულყოფა, მასში ბიო, ნანო და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს2015 წლის 15 სექტემბრიდან.
|
|