„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის ქალთა კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის N05/45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/77 |
|
2015 წლის 30 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის ქალთა კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/45 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. გუნდის მართვა და სტრუქტურა 1.გუნდის მართვას ახორციელებს სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 2.სამხატვრო ხელძღვანელი: ა) არის გუნდის საერთო ხელმძღვანელი, რომელიც წარმართავს გუნდის შემოქმედებით, ორგანიზაციულ, საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს გუნდის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულების შესაბამისად განაგებს გუნდის ქონებასა და სახსრებს. პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე; გ) წყვეტს გუნდის შემოქმედებითი და ადმინისტრაციული მუშაკების მოწვევა-გათავისუფლების საკითხს; დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს გუნდის შინაგანაწესს; ე) უფლებამოსილია გუნდის შემოქმედებითი და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის მიზნით გამოაცხადოს კონკურსი; ვ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს ახალი საგუნდო პროგრამების შექმნასა და ძველი საგუნდო ნაწარმოებების აღდგენით-მოსამზადებელ სამუშაოებს; ზ) უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი ახალი საგუნდო ნაწარმოებების შექმნაზე; თ) პასუხისმგებელია გუნდის საჯარო გამოსვლის მიმდინარეობაზე და უზრუნველყოფს მის ტექნიკურ მხარეს; ი) გუნდის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის დონის ამაღლების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აცხადებს კონკურსებს და ატარებს თანამშრომელთა ატესტაციას; კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილია დანიშნოს ხელფასების დანამატები და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გასცეს პრემიები, ჯილდოები და ფინანსური დახმარება; ლ) უფლებამოსილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარუდგინოს გუნდის მართვის სტრუქტურული გეგმა, ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, გუნდის ბიუჯეტი; მ) უფლებამოსილია მოიზიდოს დამატებითი ფინანსური და მატერიალური რესურსები; ნ) გუნდის რეორგანიზაციას ან სხვა მსგავს საკითხებს წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს; ო) სამხატვრო ხელმძღვანელს უფლება აქვს ეკავოს სხვა შემოქმედებითი ან ადმინისტრაციული თანამდებობა; პ) სამხატვრო ხელმძღვანელი ნიშნავს გუნდის დირექტორს, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის ქალთა კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის N05/45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის ქალთა კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის N05/45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.10.2015.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის ქალთა კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის N05/45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის ქალთა კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის N05/45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.10.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №05/77. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.054.016201.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის ქალთა კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის N05/45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის ქალთა კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის N05/45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის ქალთა კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის N05/45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.10.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის ქალთა კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის N05/45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №05/77, 30.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016201 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3033069/