„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/101 |
|
2023 წლის 16 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110414009, 14/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016060) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ვ.ა) ქ. თბილისის რეგიონული განყოფილება;
ვ.ბ) ქ. ბათუმის რეგიონული განყოფილება;
ვ.გ) ქ. ფოთის რეგიონული განყოფილება;
ვ.დ) ქ.ქუთაისის რეგიონული განყოფილება.“.
2. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტი შედგება ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. ფოთის და ქ. ქუთაისის რეგიონული განყოფილებებისაგან და მისი ფუნქციებია:
ა) რეგიონული განყოფილებების დონეზე ნებართვების, სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების, ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების მიღება, შემოწმება და მათ განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ნებართვების, სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების, ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის ფირნიშის ბლანკების გაცემასთან, გაცემაზე უარის თქმასთან, მათ აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული საქმიანობა;
გ) ნებართვის მფლობელ გადამზიდველთა და მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრონული რეესტრის წარმოება და მონაცემთა გადაცემა აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ელექტრონულ მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ საინფორმაციო ბანკში;
დ) მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება.“.
|
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|