„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/556 |
|
2015 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული
აქტების
შესახებ
“ საქართველოს
კანონის
მე
-20 მუხლის
მე
-4 პუნქტის
შესაბამისად
, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 07/03/2014, 040030000.22.024.016315) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6) სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინოვაციების ქუჩა №7“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს: ა) სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების ქსელის შექმნას და მათ მართვას; ბ) ინდუსტრიებში ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას და პროგრამული უზრუნველყოფის, ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირების და საინფორმაციო ტექნოლოგიური მომსახურების განვითარებას; გ) კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობას; დ) საფინანსო და ბიზნეს-სექტორის მიერ ინოვაციური პროექტებისა და დამწყები ბიზნეს-კომპანიების დაფინანსების წახალისებისთვის წინადადებების მომზადებას და აღნიშნული პროცესების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვას; ე) ტექნოლოგიური პარკის შექმნას და მისი განვითარების ხელშეწყობას; ვ) საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირებას; ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნის და გამოყენების სტიმულირებას როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში; ზ) საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიური ბიზნესის, ინოვაციური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას და მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას; თ) საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით ტრენინგებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ორგანიზებული კონფერენციებისა და ტრეინინგების ფუნქციონალურ გამართვას.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
|
|