'საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/36
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016360
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/36

2015 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 07/03/2014, 040030000.22.024.016315) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6) სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, სულხან-საბას ქ. №9.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) უფლებამოსილია სააგენტოს ორგანიზებულ ღონისძიებებსა და კონკურსებში საპრიზო ადგილზე გასულ პირებზე დააწესოს და გასცეს ჯილდო.“;

ბ) „ი1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი2“ ქვეპუნქტი:

„ი2) ამტკიცებს საქართველოს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიებისა და ინოვაციების ლაბორატორიის ქსელის წესდებებს.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები

სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;                                     

ბ) ინოვაციების და კომერციალიზაციის დეპარტამენტი;

გ) დონორებთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

1. სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი მოიცავს:

ა) ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების ქსელის შექმნას და მათ მართვას, ინდუსტრიებში ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების  დანერგვის ხელშეწყობას და პროგრამული უზრუნველყოფის, ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირების და საინფორმაციო ტექნოლოგიური მომსახურების  განვითარებას. სამსახური ასევე უზრუნველყოფს კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობას, საფინანსო და ბიზნეს-სექტორის მიერ ინოვაციური პროექტებისა და დამწყები ბიზნეს-კომპანიების  დაფინანსების წახალისებისთვის წინადადებების მომზადებას და აღნიშნული პროცესების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვას. სამსახური ასევე უზრუნველყოფს ტექნოლოგიური პარკის შექმნას და მისი განვითარების ხელშეწყობას, ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირებას; ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნის და გამოყენების სტიმულირებას როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში; საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიური ბიზნესის, ინოვაციური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას და მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას;

ბ) უნარების და კონკურენტუნარიანობის განვითარების სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქარ­თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით ტრენნგებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,  მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ორგანიზებული კონფერენციებისა და ტრეინინგების ფუნქციონალურ გამართვას.

2. ინოვაციების და კომერციალიზაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) ინოვაციების და ცოდნის კომერციალიზაციის ხელშეწყობას;

ბ) ინოვაციების და ტექნოლოგიების  კომერციალიზაციის ხელშემწყობი მექანიზმების, პროექტების, პროგრამების, ინფრასტრუქტურის ფორმირებას და დაფინანსების უზრუნველყოფას;

გ) ბიზნესის და აკადემიური წრეების კოოპერაციის ხელშეწყობას;

დ) ინოვაციური პროექტების, პროდუქტების და კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელშეწყობას;

ე) ინოვაციური დამწყები ბიზნესკომპანიების ფორმირებისა და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობას;

ვ) ინოვაციებზე და ცოდნაზე დამყარებული ახალი ბიზნესინიციატივების  ხელშეწყობას;

ზ) კერძო ბიზნესში კვლევების და განვითარების სტიმულირებისათვის სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას;

თ) ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

3. დონორებთან ურთიერთობებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) უცხოური ტექნოლოგიების და ინოვაციების მოძიებასა და ანალიზს;

ბ) კვლევა-განვითარების, მეცნიერული და ტექნოლოგიური პროექტების, ასევე  საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების, ინოვაციური კომპანიების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ მონაცემთა  ბაზის ფორმირებასა და განახლებას;

გ) მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ საერთაშორისო რეიტინგებში და შეფასების სისტემებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე განვითარების პარამეტრების ოპერატიული ასახვის ხელშეწყობას;

დ) ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში დამატებითი გრანტების და ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით;

ე) ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მიზნობრივ   საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;

ვ) ევროკავშირის და სხვა ქვეყნების  ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნობრივ პროგრამებში მონაწილეობას;

ზ) ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში ინვესტორების და ინვესტიციების მოზიდვას;

თ) ეროვნული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაციას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი