„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/132 |
|
2023 წლის 4 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 07/03/2014, 040030000.22.024.016315) დამტკიცებულ "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები 1. სააგენტოს მიზნებია: ა) საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის და მისი განვითარების პროცესის ხელშეწყობა და კოორდინაცია; ბ) ქვეყნის ინოვაციების და ტექნოლოგიების ერთიანი პოლიტიკის და სტრატეგიის განხორციელების პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება; გ) მომსახურებების, ინსტრუმენტების, პროგრამების და ინფრასტრუქტურული პროექტების ფორმირება კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ ცოდნის, ინოვაციების და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობისათვის; დ) საინფორმაციო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი პროექტების და პროგრამების სახელმწიფო ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინირება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების ყველა სფეროში შეღწევის ხელშეწყობა და გამოყენების ეფექტურობის ამაღლება; ე) ექსპორტზე ორიენტირებული ინოვაციების და ტექნოლოგიების, ინოვაციური საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების მათ შორის საექსპორტო პროგრამირების განვითარების ხელშეწყობა; ვ) მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარების და ინტერნეტის გამოყენების ეფექტურობის ამაღლებისათვის დაგეგმილ მიზნობრივ პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობა; ზ) სამინისტროსათვის ინიციატივების და წინადადებების წარდგენა ინოვაციების და ტექნოლოგიების და საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მოსამზადებლად, ასევე საექსპერტო მხარდაჭერის განხორციელება; თ) ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების მიზნით ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, უწყებათაშორისი კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების უზრუნველყოფა; ი) ინოვაციების ეკოსისტემაში კერძო სექტორის კონტრიბუციის ზრდის სტიმულირება და მათ შორის მდგრადი თანამშრომლობის ხელშეწყობა; კ) საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი გლობალური მოთამაშეების იდენტიფიცირება და მათი შემდგომი ინტეგრაციის ხელშეწყობა; ლ) სააგენტოს საქმიანობის მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის წარმოება, დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაზიდად; მ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა, ქვეყანაში გენდერული თანასწორობისთვის. 2. სააგენტოს ფუნქციებია: ა) ინოვაციების და ცოდნის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციების და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება; ბ) ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ხელშემწყობი მექანიზმების, პროექტების, პროგრამების, ინფრასტრუქტურის ფორმირება და დაფინანსების უზრუნველყოფა; გ) ტექნოლოგიური პარკების, ინოვაციების ცენტრების, ინოვაციების ლაბორატორიების, აქსელერატორების და ბიზნესინკუბატორების შექმნაში მონაწილეობა და მათი განვითარების ხელშეწყობა; დ) ბიზნესის და აკადემიური წრეების ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა; ე) კერძო ბიზნესში კვლევების და განვითარების სტიმულირებისათვის სხვადასხვა პროგრამების განხორციელება; ვ) უცხოური ტექნოლოგიების და ინოვაციების მოძიება, ანალიზი და დანერგვის ხელშეწყობა; ზ) ინოვაციებზე და ცოდნაზე დამყარებული ახალი ბიზნესინიციატივების ხელშეწყობა და დაფინანსება; თ) ინოვაციური პროექტების, პროდუქტების, კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელშეწყობა და დაფინანსება; ი) ინოვაციური დამწყები ბიზნეს-კომპანიების ფორმირების და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა და დაფინანსება; კ) ინდუსტრიებში ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ლ) ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნის და გამოყენების სტიმულირება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში; მ) საფინანსო და ბიზნესსექტორის მიერ ინოვაციური პროექტებისა და დამწყები ბიზნესის დაფინანსების წახალისებისთვის წინადადებების მომზადება და აღნიშნული პროცესების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა; ნ) ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში ინვესტორების და ინვესტიციების მოზიდვა; ო) საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიური ბიზნესის, ინოვაციური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვა-განხორციელება; პ) პროგრამული უზრუნველყოფის, ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირების და საინფორმაციო ტექნოლოგიური მომსახურების განვითარება; ჟ) ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების საექსპორტო პოტენციალის ზრდა; რ)საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაზრდა; ს) კვლევა-განვითარების, მეცნიერული და ტექნოლოგიური პროექტების, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების, ინოვაციური კომპანიების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ მონაცემთა ბაზის ფორმირება და განახლება; ტ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ საერთაშორისო რეიტინგებში და შეფასების სისტემებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე განვითარების პარამეტრების ოპერატიული ასახვის ხელშეწყობა; უ) ეროვნული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია; ფ) ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნობრივ პროგრამებში მონაწილეობა; ქ) ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მიზნობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ღ) ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში დამატებითი გრანტების და ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით; ყ) დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, უწყებათშორისი კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებებს ჩატარება, მათ შორის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთათვის. 2. ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტი; ბ) საგრანტო პროგრამების მართვის დეპარტამენტი; გ) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დეპარტამენტი.“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები 1. ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს: ა) ინოვაციების საზოგადოების გაძლიერებას საქართველოში და სტარტაპ ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებს შორის ეფექტიანი კავშირების დამყარების ხელშეწყობას; ბ) სააგენტოს ბენეფიციარ სტარტაპებთან კომუნიკაციას და მათ მხარდაჭერას. თემატური ინფორმაციის მიწოდებას ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებების შესახებ; გ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირებას, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში. ინფორმაციულ ტექნოლოგიური ბიზნესის და ინოვაციური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას სხვადასხვა ღონისძიებებისა და პროექტების მხარდაჭერის გზით; დ) სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის, ცნობიერების ამაღლებას ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების შესახებ. მათი ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობას, კარიერული განვითარებისა და ცოდნის გამოყენების სტიმულირებას საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში; ე) თბილისსა და რეგიონებში სტარტაპების ფორმირების და განვითარების ხელშეწყობას, მიზნობრივი მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელების გზით; ვ) სააგენტოს ბენეფიციარი სტარტაპებისთვის დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის და გლობალურ ბაზარზე გასვლისთვის საჭირო საერთაშორისო კავშირების დამყარების ხელშეწყობასა და მიზნობრივი ღონისძიებების წახალისებას; ზ) ანგელოზი ინვესტორების ქსელების განვითარებისა და გაფართოების სტიმულირებას საქართველოში, ინვესტირების მზაობის გაზრდის წახალისებას; თ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებთან და სტარტაპებთან კომუნიკაციას და საქართველოს ბიზნესკლიმატის უპირატესობების პოპულარიზაციას; ი) სააგენტოს სერვისების გაციფრულებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას და მხარდაჭერას, ახალი ციფრული პროექტების ინიცირებასა და მართვას; კ) ციფრული ეკონომიკის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის საჭირო მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელებას; ლ) ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერების ხელშეწყობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით და მიზნობრივი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას; მ) სტარტაპ და ინოვაციების ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებების წახალისებას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ეკოსისტემის წევრების დაახლოებას და ახალი კავშირების დამყარებას. 2. საგრანტო პროგრამების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს: ა) საგრანტო პროგრამების შემუშავებას, ადმინისტრირებას და მართვას; ბ) საგრანტო პროგრამების მონიტორინგს; გ) საგრანტო პროგრამების მართვისთვის საჭირო პროგრამული (software) უზრუნველყოფის გამართვას; დ) საგრანტო პროგრამების ცნობადობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას. 3. საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დეპარტამენტი უზრუნველყოფს: ა) უცხოური ტექნოლოგიების და ინოვაციების მოძიებას, მათ ანალიზს და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას საქართველოში მათი დანერგვის მიზნით. აგრეთვე, ახლო კავშირების დამყარებას სააგენტოს მსგავს ორგანიზაციებთან ევროკავშირის ქვეყნებში; ბ) კვლევა-განვითარების, მეცნიერული და ტექნოლოგიური პროექტების, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების, ინოვაციური კომპანიების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ მონაცემთა ბაზის ფორმირებასა და განახლებას; გ) მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ საერთაშორისო რეიტინგებში და შეფასების სისტემებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე განვითარების პარამეტრების ოპერატიული ასახვის ხელშეწყობას; დ) სააგენტოს არსებული პროგრამების გაგრძელების და ახალი პროექტების განხორციელების მიზნით საჭირო ფონდების მოზიდვას; ე) ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში დამატებითი გრანტების და ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით; ვ) ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მიზნობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; ზ) ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნობრივ პროგრამებში მონაწილეობას; თ) ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში ინვესტორების და ინვესტიციების მოზიდვას; ი) ეროვნული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ; კ) სააგენტოს თანამშრომლების განვითარების და სტიმულირების მიზნით შემეცნებითი პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების წყაროების მოძიებას; ლ) საელჩოებთან და დიასპორებთან ურთიერთობას, ინფორმაციის გაცვლის, საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების და საჭირო კავშირების დამყარების მიზნით, რომელიც ხელს შეუწყობს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის ძირითადი აქტორების გაძლიერებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|