„ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
010260030.52.101.016104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №37

2013 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

,,ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №17 ბრძანებით (სსმ 27.12.2006წ. სარეგისტრაციო კოდი 010.260.030.38.101.009.725) დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულებაში და მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „მუხლი 9

1. სამსახური შედგება ხუთი სტრუქტურული ქვედანაყოფის - განყოფილებისაგან:

ა) თბილისის განვითარების განყოფილება;

ბ) მეწარმეობის ხელშეწყობისა  და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განყოფილება;

გ) საქალაქო ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური მომსახურების განყოფილება;

დ) საერთაშორისო პროგრამების კოორდინაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განყოფილება;

ე) ინვესტიციებისა და ინვესტორთა მომსახურების განყოფილება.

2. განყოფილების ძირითადი ფუნქციები:

ა) თბილისის განვითარების განყოფილება - დედაქალაქის განვითარების სტრატეგიების, სხვა გრძელ და საშუალო ვადიანი გეგმების  შემუშავებისა და განახლების კოორდინაცია, მათი შესრულების მონიტორინგი; თბილისის განვითარების პროექტების მრავალწლიანი გეგმის (მათ შორის კაპიტალური ინვესტიციების გეგმის) მომზადებისა და განახლების კოორდინაცია, მისი შესრულების მონიტორინგი; ინფორმაციის, კვლევების და მონაცემთა ბაზების მომზადება ქალაქში არსებული მდგომარეობისა და თბილისის განვითარებასთნ დაკავშირებული საკითხების შესახებ;

ბ) მეწარმეობის ხელშეწყობისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განყოფილება - მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების განხორციელება; ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება მათი მიზნების მიღწევასა და განვითარებაში; სამუშაო ადგილების განვითარების ხელშემწყობი პროექტების განხორციელება; ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი პროექტების განხორციელება; ქალაქის მარკეტინგი;

გ) საქალაქო ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური მომსახურების განყოფილება - მუნიციპალური მომსახურებისა და საქალაქო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებში მონაწილეობა; ადგილობრივ გადასახადებთან, ადგილობრივ მოსაკრებლებსა და ნებართვებთან, ადგილობრივ დონეზე რეგულირებად ტარიფებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება; ენერგოდაზოგვითი და განახლებად ენერგიებთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება; სამსახურის საქმიანობის სფეროებში შემავალ საკითხებზე ქ. თბილისის მერიის სახელით დასადები შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე დასკვნების მომზადება; ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის მომზადება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისათვის; ქონების გადასახადის ადმინისტრირებისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიწის მოსარგებლეებისა და მფლობელების შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარსადგენად მომზადებაში მონაწილეობა; სამსახურის კომპეტენციაში შემავალ თემებზე ჩატარებულ ღონისძიებებში სამსახურის მონაწილეობის უზრუნველყოფა და სხვადასხვა ღონისძიებების  ჩატარება; სამსახურის საქმიანობის სფეროებში შემავალ საკითხებზე  ქ. თბილისის მერიის, სამსახურის აქტების,  ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა; სამსახურზე დაკისრებული ვალდებულებებისა და სამსახურის პროექტების შესრულების, მათ შორის მათი ფინანსების განკარგვის მონიტორინგი; სამსახურის საქმიანობის სფეროებში შემავალ თემებზე შესყიდვების, კონკურსისა და აუქციონების ტექნიკური დავალებებისა და პირობების, შესაბამისი სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მათი გაფორმების უზრუნველყოფა; სამსახურის საქმიანობის შედეგად შექმნილი და სამსახურის საქმიანობიასთან დაკავშირებული ინფორმაციების ბანკის შექმნა; სამსახურისათვის გადაცემული ქონების მდგომარეობაზე ზედამხედველობა, მისი მოძრაობის აღრიცხვა; სამსახურის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მომზადება;

დ) საერთაშორისო პროგრამების კოორდინაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განყოფილება - თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თბილისისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე; ბიუჯეტგარეშე დაფინანსების, მათშორის საგრანტო, პროგრამების შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი განაცხადების მომზადება; საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების განხორციელება - მონიტორინგი; საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მოძიება პროექტებისთვის;

ე) ინვესტიციებისა და ინვესტორთა მომსახურების განყოფილება - პოტენციურ ინვესტორთა გამოვლენა, ინვესტირების წახალისება, ინვესტიციების ხელშეწყობა, თანამშრომლობა ინვესტორთან ინვესტიციის განხორციელების შემდგომ პერიოდში;  მოქალაქეთა დახმარება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და სპეციალობების შეძენა-განვითრებაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში.“

მუხლი 2
ბრძანება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერიგიორგი უგულავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, ქ. თბილისის მერის ბრძანება „ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.11.2013.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.11.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია). დოკუმენტის ნომერი — №37. სარეგისტრაციო კოდი — 010260030.52.101.016104.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.11.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ქ. თბილისის მერის ბრძანება „ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №37, 27.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016104 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2092420/