,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№52-10
სარეგისტრაციო კოდი
010260050.35.101.017308
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52-10

2025 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ “ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების  თარიღი: 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016454) შეტანილ იქნეს  ცვლილება და  პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპური დებულების“ (დანართი №1):

1) მე-4 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე ანაწილებს ძირითად ფუნქციებსა და საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებს გამგებლის მოადგილეებს შორის, გასცემს შესაბამის დავალებებს, ამტკიცებს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;“

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამგებელი განსაზღვრავს თავის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებს.“

2) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გამგებლის მოადგილეების ძირითადი ფუნქციებია:

ა) რაიონის ეკონომიკური პროფილისა  და  მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების  გათვალისწინებით რაიონის პრიორიტეტების შემუშავება;

ბ) ეკონომიკური განვითარების  მიმართულებით თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციის უზრუნველყოფა;

გ) თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად ადგილობრივი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადების კოორდინაცია და განხორციელების ორგანიზება;

დ) ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო  პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება ტერიტორიული ერთეულის დონეზე;

ე) თანადაფინანსებული პროექტების დაგეგმვა, მართვა და განხორციელება მაღალი ხარისხით;

ვ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა;

ზ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კონსულტირება ეკონომიკური პროექტების შემუშავებისა  და დაფინანსების წყაროების, დონორი ორგანიზაციების მოძიების მიზნით;

თ) საუბნო განყოფილებების მუშაობის კოორდინაცია, ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად მოპოვების, ანალიზის უზრუნველყოფა;

ი) საუბნო განყოფილებების ჩართულობით მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური   კვლევების ორგანიზება, საჭიროებების იდენტიფიცირება;

კ) საჭიროებების ტენდენციების გამოვლენა, მიზეზების მოკვლევა და პრიორიტეტიზაცია ეკონომიკური პროექტების განვითარების მიზნით;

ლ) სოციალურ-ეკონომიკური კვლევის სამოქმედო გეგმის შემუშავება;

მ) მიზნობრივი ჯგუფების  იდენტიფიცირება, მათთან მუშაობა და მათი საჭიროებების კვლევა;

ნ) მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა მოთხოვნებისა და განცხადებების შესახებ ინფორმაციის გატანა პრობლემებსა და მოთხოვნებზე რეაგირების განხილვის საბჭოზე;

ო) წლის სტრატეგიული პროექტებისა და პროგრამების გეგმის შედგენა მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით;

პ) სტრატეგიული პროექტებისა და პროგრამების გეგმის განხილვა, კორექტირება და დამტკიცების უზრუნველყოფა;

ჟ) დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების მუდმივი ანალიზი;

რ) დამტკიცებული პროექტებისა და პროგრამების დეტალური გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი;

ს) მიმდინარე რეჟიმში დაფიქსირებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე სწრაფი და დროული რეაგირება პრობლემის აღმოფხვრის მიზნით;

ტ) პროექტების მართვის მეთოდოლოგიისა და მიდგომების განვითარება;

უ) პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების, ვადების დარღვევის რისკების, არასათანადო ხარისხის მიღწევის რისკების დროულად აღმოჩენა, მიზეზების მოკვლევა და რეაგირება;

ფ) მიმდინარე და დასრულებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გატანა პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭოზე;

ქ) სოციალური მიმართულებით საბიუჯეტო პროგრამების განხორციელება;

ღ) სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა კვლევა, საჭიროებების იდენტიფიცირება  და პროგრამების სრულყოფა;

ყ) მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა მოთხოვნებისა და განცხადებების შესახებ ინფორმაციის გატანა პრობლემებსა და მოთხოვნებზე რეაგირების განხილვის საბჭოზე;

შ) სოციალური, განათლების, სპორტისა და კულტურის მიმართულებით პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;

ჩ) პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების, ვადების დარღვევის რისკების, არასათანადო ხარისხის მიღწევის რისკების დროულად აღმოჩენა, მიზეზების მოკვლევა და საკითხის გატანა პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭოზე.“

3) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-6–მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 17 მარტიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.02.2025.
როდის იქნა მიღებული „,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 28.02.2025. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №52-10. სარეგისტრაციო კოდი — 010260050.35.101.017308.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №52-10, 28.02.2025, სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.017308 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6432214/