,,დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის N01-185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-725 |
|
2025 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის №01-185 ბრძანებაში (ვებგვერდი, 21/04/2023, სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016266) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1.
ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს ,,გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,გ) დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა (დანართი N3). |
2.
ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის: |
ა)
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5 1. პროგრამის განხორციელების კოორდინაციას უზრუნველყოფს სამინისტრო. 2. პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი). 3. პროგრამა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. დეპარტამენტი: ა) უზრუნველყოფს: ა.ა) პროგრამის განხორციელებისათვის შესაბამისი ადამიანური, მატერიალური და ინფრასტრუქტურული რესურსის მობილიზებას; ა.ბ) მოსამზადებელი პროგრამის მონაწილეთა სიის შედგენას; ა.ბ) პროგრამის მონაწილეთა ოდენობის განსაზღვრას; ა.გ) მოსამზადებელი პროგრამის მონაწილეებს შესაბამისი სასწავლო მასალით; ა.დ) იმ მონაწილეთა აღრიცხვას, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნას; ა.ე) პროგრამის მონაწილე პირთა ინფორმირებას პროგრამისა და სერტიფიკატის გაცემის პირობების შესახებ; ა.ვ) სერტიფიკატის გადაცემას; ა.ზ) მინისტრის (ხელმძღვანელობის) ინფორმირებას პროგრამის შედეგების შესახებ; ბ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. პროგრამაში მონაწილეთა ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომლითაც დგინდება პროგრამის მონაწილეთა სია.“; |
ბ)
მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს; |
გ)
მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. პროგრამის მონაწილემ, პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს დასრულებული პორტფოლიო. 2. დეპარტამენტი მონაწილეებს პორტფოლიოს შეფასების შედეგებს ატყობინებს პორტფოლიოს ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.“; |
დ)
მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. პორტფოლიოსთან დაკავშირებით პროგრამის მონაწილის პრეტენზიების განხილვის მიზნით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საპრეტენზიო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: ა) სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის დირექტორი (კომისიის თავმჯდომარე); ბ) დეპარტამენტის უფროსი; გ) სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე; დ) დეპარტამენტის თანამშრომელი (კომისიის მდივანი).“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის N01-185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის N01-185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.08.2025.
- როდის იქნა მიღებული „,,დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის N01-185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის N01-185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 25.08.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-725. სარეგისტრაციო კოდი — 480040000.22.030.016379.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის N01-185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის N01-185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის N01-185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.08.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის N01-185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №01-725, 25.08.2025, სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016379 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6611813/