„საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის N2-610 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-777 |
|
2020 წლის 1 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ :
„საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის N2-610 ბრძანებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 30/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 020080160.22.023.016528) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საჯარიმო ქვითრის შევსებისა და წარდგენის წესის (დანართი №1)“ მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 981, 1794, 1796 -1799, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე-743, „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.
2. უფლებამოსილი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 981, 1794, 1796 -1799, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე-743, „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.“.
|