„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის N2-141 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-37 |
|
2017 წლის 2 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის №2-141 ბრძანებაში (ვებგვერდი, 17/06/2013, სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016108) შეტანილ იქნეს ცვლილება. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების“:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) სოფლის ან/და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების კოორდინაცია, მონიტორინგი, შეფასება და შესრულების თაობაზე ანგარიშის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; ბ) სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მონაცემთა ბაზის სრულყოფა და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; გ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, კვლევების ჩატარება და მიღებული შედეგების დამუშავებული სახით დაინტერესებული პირებისთვის წარდგენა; დ) სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ე) საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ყველა დაინტერესებული პირისთვის; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.“. 2. მე-3 მუხლის მე-8-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სოფლის განვითარების პოლიტიკის კოორდინაციის სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 9. სოფლის განვითარების პოლიტიკის კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე; ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან; გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.“. 3. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სოფლის განვითარების პოლიტიკის კოორდინაციის სამმართველო;“. 4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სოფლის განვითარების პოლიტიკის კოორდინაციის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სოფლისა ან/და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის (შემდგომში – სტრატეგია) და შესაბამისი სამოქმედო გეგმის (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შემუშავების კოორდინაცია; ბ) შესაბამისი ანგარიშგების ფორმების მეშვეობით და საჭირო მონაცემთა შეგროვების და ანალიზის ვადების გათვალისწინებით, სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი; გ) სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან ან/და უწყებებიდან მიღებული ანალიზის ინტეგრაცია და სამინისტროს მასშტაბით საერთო ანგარიშის მომზადება და შესაბამისად სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის ან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთვის წარდგენა; დ) სტრატეგიის განხორციელების შეფასების კოორდინაცია, მათ შორის შეფასებისათვის შექმნილი სპეციალური ჯგუფის მეშვეობით; ასევე, შეფასების ანგარიშის შემუშავება; ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ასევე ამ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების ანგარიშების მომზადება და დადგენილი წესით შესაბამისი უწყებებისთვის გაგზავნა; ვ) სოფლის მეურნეობის დარგში იდენტიფიცირებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სამინისტროში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, კვლევების ჩატარება, რეკომენდაციების შემუშავება ან/და მიღებული შედეგების დამუშავებული სახით სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ზ) საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა დაინტერესებული პირისთვის; თ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ი) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; კ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|