„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-143
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.032.016109
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-143

2013 წლის 12  ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის  №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ „საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-51 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/03/2012 სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016063) და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

 დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) მელიორაციის სფეროს განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი;

ბ) მიწის რაციონალურად გამოყენების, ნიადაგის კონსერვაციის, ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და ღონისძიებათა განხორციელებისას სახელმწიფო ზედამხედველობაში მონაწილეობა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიხედვით მიწათსარგებლობისა და ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების (ნიადაგის ატლასი) ერთიანი გეოინფორმაციული სისტემის მართვა;

გ) მოქალაქეთა, ასევე სხვადასხვა უწყებათა განცხადებების დროული განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტების დადგენილ ვადაში მომზადება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს უფლებამოსილებამოსილებას განკუთვნილ საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება;“;

ბ) მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მიწათსარგებლობის სამმართველო.“;

გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) უფლებამოსილების ფარგლებში შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ მმართველი პირის უფლებამოსილების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;“;

გ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ქვეყნის ან ცალკეული რეგიონების მასშტაბით პრიორიტეტულად გასატარებელი სამელიორაციო ღონისძიებების განსაზღვრაში მონაწილეობა;“

გ.დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სახელმწიფო ბიუჯეტით ან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სახელმწიფოს (სამინისტროს) მიერ მოზიდული სახსრებით განსახორციელებელი პრიორიტეტული სამელიორაციო სისტემებისა და ცალკეული ობიექტების განსაზღვრა, შპს „გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიიდან“ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.“;

გ.ე) „ზ“-„ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
გ.ვ) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) კომპეტენციის შესაბამისად სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში და სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;“.

დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. მიწათსარგებლობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გეოინფორმაციული სისტემის დანერგვისათვის წინადადებების შემუშავება და სისტემის ფუნქციონირების ორგანიზება, მათ შორის: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიებისა და სავარგულების მიხედვით მიწათსარგებლობისა და ნიადაგის ხარისხობრივი მახასიათებლების (ნიადაგის ატლასი) ერთიანი მონაცემთა ბანკის შექმნა;

ბ) მიწის რაციონალურად გამოყენებისა და კონსოლიდაციის მიზნით, წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების, საინვესტიციო პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

 გ) ნიადაგურ-კლიმატური პირობების შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სწორი განლაგებისათვის რეკომენდაციების გაცემა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორცილება.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.06.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.06.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-143. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.032.016109.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-143, 12.06.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016109 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1890197/