„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის N2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-137
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.032.016104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-137

2013 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-85 ბრძანებაში (ვებგვერდი, სსმ, №50, 27/04/2009 სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.013.019) და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის  დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,“;

გ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის  და სურსათის დეპარტამენტის თანდართული დებულება“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება და დებულების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის  დეპარტამენტის დებულება“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.“;

გ) მე-2  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები

დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) მეცხოველეობის, მემცენარეობის, მეთევზეობის, ქვეყანაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების და რეგიონალური განვითარების თაობაზე პოლიტიკის შემუშავება; 

ბ) რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

გ) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და აგრომეწარმეთა საკონსულტაციო მომსახურების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;

დ) სოფლის მეურნეობის ტექნიკური გადაიარაღების, მანქანათა გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის ოპტიმალური ფორმების შემუშავება;

ე)  კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა და საქმიანობის კოორდინაცია;

ვ) დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება“.

დ) დაემატოს 31 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

 დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) დარგობრივი განვითარების სამმართველო;

ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სამმართველო;

გ) რეგიონებთან ურთიერთობისა და ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობის სამმართველო;

დ) სურსათის უვნებლობის სამმართველო.“

ე) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დეპარატამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები

1. დარგობრივი განვითარების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მემცენარეობაში, მეცხოველეობაში და მეთევზეობაში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და დარგის განვითარებისათვის ეფექტური რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და რეგიონული განვითარების თაობაზე პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

გ) სოფლის მეურნეობის ცალეკეული დარგების მიხედვით ფერმერთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და  პერიოდული განახლება;

დ) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის, ფერმერთა საკონსულტაციო მომსახურების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა და საქმიანობის კოორდინაცია;

ვ) სოფლის მეურნეობაში ცალკეული მიმართულებების განვითარების პროგრამების შემუშავება, შესაბამისი აგროკლიმატური პირობებისა და მოსალოდნელი ცვლილებების გათვალისწინებით;

ზ)    სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი წარმოების ტექნოლოგიური პროცესების ეკონომიკური შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

 თ)    სასოფლო-სამეურნეო კულტურების მეთესლეობის სისტემის და სარგავი მასალის წარმოების განვითარების ხელშეწყობა;

ი)     მეცხოველეობისა და თევზის სანაშენე საქმის განვითარების ხელშეწყობა;

კ) დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

მ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:                       

ა) აგროსაინჟინრო პოლიტიკის შემუშავებისათვის სათანადო წინადადებების მომზადება;

ბ) ქვეყანაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მოკვლევა და ანალიზის ჩატარება მათი ნომენკლატურის, რაოდენობისა და ეფექტური ფუნქციონირების დადგენის მიზნით;

გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ და შესანახ საწარმოებში არსებული ტექნოლოგიური მოწყობილობების მოკვლევა და ანალიზი, მათი ტექნიკური მდგომარეობის დადგენისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით;

დ) მოწინავე აგრარულ ქვეყნებში აპრობირებული მაღალეფექტური სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ფერმერებისათვის;

ე) სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პირველადი გადამამუშავებელი და შესანახი საწარმოებისათვის საჭირო ტექნოლოგიური და ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა-განახლების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) ფერმერებისა და მიწათმოსარგებლების ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სოფლის მეურნეობის ტექნიკური უზრუნველყოფის არსებული სისტემის ფორმირებისათვის, მუდმივად განახლების რეჟიმში, სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ზ) თანამედროვე ტექნიკის და ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის მიზნით ბუკლეტების, ბროშურების და საინფორმაციო მასალების/რეკომენდაციების მომზადება ფერმერთა და მიწათმოსარგებელთათვის;

თ) სახელმწიფო და კერძო აგროსაინჟინრო სერვისცენტრებისა და ამხანაგობების ეფექტური მუშაობისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადება და ხელშეწყობა;

ი) რეგიონალური ექსტენციის ცენტრებისათვის და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მეთოდური რეკომენდაციების მომზადება და ხელშეწყობა, მაღალკვალიფიციური მექანიკოს-ოპერატორების მომზადების მიზნით;

კ) დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;

ლ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

მ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

3.  რეგიონებთან ურთიერთობისა და ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) კანონით დადგენილი წესით  რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან  ურთიერთობის კოორდინაცია; 

ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი, განვითარების შემაფერხებელი ძირითადი პრობლემებისა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, რეკომენდაციების მომზადება და რეგიონებთან კოორდინირებული საქმიანობა;

გ) შესაბამის უწყებებთან და სპეციალისტებთან ერთად, რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მომზადება და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის,  სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა და საქმიანობის კოორდინაცია;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის უწყებებთან და სპეციალისტებთან ერთად რეგიონების განვითარების პროგრამების,  სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირებისა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სასოფლო- სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციებით დაფინანსებული რეგიონული საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია და მიმდინარეობის მონიტორინგი;

თ) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის უწყებებთან და სპეციალისტებთან ერთად რეგიონებში მცირემიწიან ფერმერთა კოოპერირების პროცესის ხელშეწყობა;

კ) მუნიციპალიტეტებში სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებთან კოორდინაცია;

ლ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

მ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

4. სურსათის უვნებლობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში  ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში  ერთიანი პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის  სფეროში რეფორმების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;

გ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში შემავალ საკითხებზე, არსებულ საერთაშორისო აქტებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით, წინადადებების მომზადება;

ე) კრიზისული მდგომარეობის მართვისა და საგანგებო ზომების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მეთოდური რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლობო, სამეცნიერო  და მომხმარებელთა ინტერესების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინირებული საქმიანობა;

ი) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში დარგობრივი ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯანმრთელობისათვის აუცილებელი, დეფიციტური ინგრედიენტებით (მიკროელემენტებით, ვიტამინები და სხვა) სურსათის გამდიდრების (ფორტიფიცირების) მიზნით პროგრამების შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობა, მათი დაძლევის შესახებ წინადადებების შემუშავება;

მ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

ნ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესახებ ანგარიშის წარდგენა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის N2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის N2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.06.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის N2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის N2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.06.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-137. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.032.016104.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის N2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის N2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის N2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის N2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-137, 12.06.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016104 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1908980/