„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის N2-46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-197
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.032.016215
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-197

2016 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის №2-46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის №2-46 ბრძანებაში (ვებგვერდი, 23/02/2015, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.032.016177) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების“ მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან პერიოდულად სამუშაო შეხვედრების მოწყობა, ანგარიშების მოსმენა, შეჯამება;

გ) სამინისტროს მიერ რეგიონებში განხორციელებული მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შესახებ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ინფორმირება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ე) რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებით, აგრარული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და მათი განვითარების შესახებ შესაბამის სპეციალისტებთან ერთად წინადადებების მომზადება;

ზ) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და აგრომეწარმეთა საკონსულტაციო მომსახურების (ექსტენციის) სისტემის განვითარების ხელშეწყობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

კ) რეგიონებში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის შემფასებელ სამუშაო ჯგუფებში სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობის კოორდინაცია;

ლ) რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიანი პოლიტიკის გატარებაში სამინისტროს ხელშეწყობა;

მ) რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ტრენინგების, სწავლებებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობის მიღება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის N2-46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის N2-46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.11.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის N2-46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის N2-46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 09.11.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-197. სარეგისტრაციო კოდი — 010320010.22.032.016215.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის N2-46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის N2-46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის N2-46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.11.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის N2-46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №2-197, 09.11.2016, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.032.016215 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.11.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3428762/