„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 2 თებერვლის N2-23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-145
სარეგისტრაციო კოდი
340010000.22.032.016111
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-145

2013 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 2 თებერვლის №2-23 ბრძანებაში (ვებგვერდი, 06.02.2012, 340010000.23.032.016053) და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა)  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;

ბ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე,  მასმედიასთან ურთიერთობა, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სამინისტროს სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაწესებულებებთან,  არასამთავრობო და სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა და ჩატარების ორგანიზება;

დ) სამინისტროში მოქალაქეთა მისაღების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროექტების დიზაინი და ბრენდირება (ბრენდინგი);

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება“.

ბ) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4.  დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მედიასთან ურთიერთობის სამმართველო;

ბ) ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სამმართველო.

მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია

1. მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა)  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;

ბ) სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების, მინისტრის,  მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა აქტივობების, მიმდინარე და მოსალოდნელი რეფორმების მასმედიაში გაშუქების უზრუნველყოფა, სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სამინისტროს გვერდების ადმინისტრირება; 

გ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ორგანიზება;

დ) მედიამონიტორინგის განხორციელება;

ე) სამინისტროში ჟურნალისტთა აკრედიტაციის უზრუნველყოფა.

2. ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის შესახებ, სამინისტროს პოზიტიური იმიჯის დამკვიდრების მიზნით;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების, პროექტების, რეფორმების სარეკლამო კამპანიის უზრუნველყოფა;

გ) მოქალაქეთა მისაღების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ) მოქალაქეების მიღება, მათთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაციის გაწევა და საკითხის მიხედვით მათი დაკავშირება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ  ქვედანაყოფებთან;

ე) მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მომსახურება, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ  ქვედანაყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობით, კომპეტენტური და ამომწურავი პასუხების გაცემის უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა, ასევე, საკითხის მიხედვით, მათი გადამისამართება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ  ქვედანაყოფებში;

ზ) სოციალურ ქსელში სამინისტროს გვერდის ადმინისტრირება, კერძოდ, შემოსულ წერილებზე და კომენტარებზე პასუხის გაცემა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია