„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 22 ივნისის N2-144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-41 |
|
2015 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 22 ივნისის №2-144 ბრძანებაში (სსმ 17/06/2013; სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016110) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები 1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადების, შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვისა და ხელშეკრულებათა ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია; გ) ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისათვის მხარდამჭერი წინადადებების შემუშავება, დაგეგმილი გამოფენების და ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების შესახებ ადგილობრივი მწარმოებლების ინფორმირება და ადგილობრივი მეწარმეებისათვის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიღებაში ხელშეწყობა; დ) სოფლის მეურნეობის სფეროში ევროკავშირის მიერ დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული პროექტების და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და განახლება; ე) ორმხრივი და მრავალმხრივი ურთერთობების ფორმატის ფარგლებში შეხვედრების, ვიზიტების და მოლაპარაკებებისთვის საჭირო სასაუბრო და ანალიტიკური მასალების მომზადება; ვ) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, უცხოეთის დელეგაციებისა და სპეციალისტების საქართველოში ვიზიტების, სემინარების, სიმპოზიუმების, ფორუმების, კონფერენციების პროგრამების შედგენა, მათთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება და ამ პროგრამების შესრულების კოორდინაცია; ზ) შესაბამის საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება; თ) დონორებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით აგრარულ სექტორში პროექტების დაგეგმვა, მართვის ხელშეწყობა და მონიტორინგი საქართველოს მთავრობისა და დონორთა შეთანხმების შესაბამისად; ი) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესახებ დასკვნების მომზადება; კ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან, სოფლის მეურნეობის სფეროში, ეკონომიკური ურთიერთობების ეფექტურად წარმართვის ხელშეწყობა; ლ) აგროსამრეწველო სექტორში, სახელმწიფოებს შორის, სამთავრობოთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის მიზნით შექმნილ ერთობლივ კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, მიღებული გადაწყვეტილებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; მ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე დონორებთან თანამშრომლობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულების განსაზღვრის, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებისა და მათი განხორციელების კოორდინაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ქვეყნების საკოორდინაციო საბჭოს დებულებით გათვალისწინებული საბჭოს სამდივნოს მოვალეობების შესრულება; ნ) მთავრობათაშორის კომისიებში სამინისტროს ჩართულობის უზრუნველყოფა, კომისიის ოქმის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა, ოქმის შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება; ო) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“. 2. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მინისტრს და მინისტრის მოადგილეებს წარუდგინოს წინადადებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების, დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის და მონიტორინგის, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების საკითხებთან დაკავშირებით;“. 3. მე-5 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ორმხრივი ურთიერთობების სამმართველო“; ბ) ამოღებულ იქნეს „ბ“ ქვეპუნქტი. 4. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის, სამთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი შეთანხმებების მომზადებისას, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა და აღნიშნულ შეთანხმებათა საფუძველზე, შექმნილი სამთავრობო კომისიების მუშაობაში სამინისტროს მონაწილეობის კოორდინაცია; ბ) აგროსამრეწველო სექტორში სახელმწიფოებს შორის სამთავრობოთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის მიზნით შექმნილ ერთობლივ კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, მიღებული გადაწყვეტილებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; გ) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, უცხოეთის დელეგაციებისა და სპეციალისტების საქართველოში ვიზიტების, სემინარების, სიმპოზიუმების, ფორუმების, კონფერენციების პროგრამების შედგენა, მათთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება და ამ პროგრამების შესრულების კოორდინაცია; დ) საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურურთიერთობების რეგულირება, მინისტრის სხვა მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტების მომზადება და ორგანიზება, ვიზიტებთან დაკავშირებული სასაუბრო მასალების მომზადება; ე) საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის პროდუქციის წარდგენის ხელშეწყობა; ვ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ზ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. ბ) ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|