„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-24
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.032.016054
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-24

2012 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

 „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-89 ბრძანებით (სსმ III, 27.04.2009, №50, მუხ. 564) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1. მე-2 მუხლს დაემატოს „კ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ1) სამინისტროს მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზი და მონიტორინგი;“

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო ახორციელებს:

ა) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და შესრულების მიზნით, ნორმატიული აქტების და მათში შეტანილი ცვლილებების შესწავლას და აღრიცხვას;

ბ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფას;

გ) სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ე) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობაში წარდგენის პროცედურების ორგანიზებას;

ვ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის ორგანიზებას;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების წარდგენას ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

თ) სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებებისა და ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისა და მისი პერიოდულად განახლების ორგანიზებას;

ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მიერ ნაკისრ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზს და მონიტორინგს;

კ) ხელშეკრულებების ანალიზის საფუძველზე დასკვნების შემუშავებას და წინადადებების მომზადებას განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;

ლ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისგან, სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას;

მ) სამინისტროს მიერ დასადები ხელშეკრულების სამართლებრივ ექსპერტიზას (გარდა შრომითი და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა).“

ნ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე სათანადო რეაგირებას;

ო) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. გოროზია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.02.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.02.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-24. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.032.016054.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-24, 02.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016054 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1575644/