„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის № 2-47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-139
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.032.016106
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-139

2013 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის № 2-47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-47 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/03/2012, სარეგისტრაციო კოდი, 010240030.22.032.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“  ქვეპუნქტის შესაბამისად,“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
ა) მეორე მუხლის:
ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება;“;

ა.ბ) „ზ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებისა და სამინისტროსათვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ორგანიზება;“;

ა.დ) „ი“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებაზე;“;

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო;

ბ) შესყიდვებისა და ქონების მართვის სამმართველო;“;

დ) მე-5 მუხლის:
დ.ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების  საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების სისწორის კონტროლი, ნაერთი ბალანსის მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარდგენა;“;

დ.ბ) მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შესყიდვებისა და ქონების მართვის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის, ასევე ცენტრალური აპარატის მიერ განსახორციელებელი პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყობა;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა და დამტკიცებული გეგმის ფარგლებში შესყიდვის პროცედურათა განხორციელება;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ორგანიზება;

დ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სატენდერო დოკუმენტების პროექტების მომზადება;

ე) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი მიმდინარეობის მონიტორინგის ორგანიზება;

 ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშგების მიზნით განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ორგანოებისათვის წარდგენა;

ზ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების განკარგვის ორგანიზება.“.

დ.გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია