„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №59 |
|
2026 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №242 ბრძანებაში (ვებგვერდი, 110420018, 20/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016174) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სესხების და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №2):
1. მე-2 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემულ სესხებზე წარმოქმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების დაზუსტების, სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობის ან სრულად პატიების, სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიისათვის“ შესაბამისი მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღები საწარმოებისა და ორგანიზაციების მიმართ დაწყებულ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა;“; გ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ამზადებს შესაბამის მასალებსა და ინფორმაციას სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემულ სესხებზე წარმოქმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების დაზუსტების, სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობის ან სრულად პატიების, სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიისათვის“;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მონაწილეობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღები საწარმოებისა და ორგანიზაციების მიმართ დაწყებულ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში;“; გ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|