„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №44 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.124.016272
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52

2017 წლის 25 დეკემბერი

ქ. ბაღდათი

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №44 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის  №44 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 11.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016264) დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-11 მუხლის:

ა)  მე-4 პუნქტის  „ა“,  „ბ“,  „დ“, „ე“, „ზ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციული სამსახური“.

„ბ) შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახური“.

„დ) ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახური“.

„ე) განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური“.

 „ზ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახური“.

„თ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური“.

„კ) ეკონომიკის სამსახური“.

ბ) მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

  2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-12 მუხლის:  

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მერიის საქმიანობის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, მერიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაცია. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება, დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადება და განხორციელება, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. მერიის სამართლებრივი მომსახურება“.

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის უზრუნველყოფა“.

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება”.

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროგრამების და პროექტების დაგეგმარება, შემუშავება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი. მუნიციპალური ქონების მართვა, განკარგვა, ეფექტური გამოყენება, აღრიცხვა, რეგისტრაციის უზრუნველყოფა. სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესაბამისი დარგების განვითარების პროგრამებისა და პროექტების შემუშავება ადგილობრრივი პირობების გათვალისწინებით. შიდა ტურიზმის განვითარების, ტურისტული პოტენციალის ზრდის ხელშემწყობი პროგრამების, პროექტების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა.დაინტერესებულ პირთათვის კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციების გაწევა. მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, სამსახურის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება".

ე) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე