„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016384
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/04/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №6

2024  წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული   აქტების  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  კანონის მე-18 მუხლის   შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი, 22/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016338) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

„დ) მართვის უფლებით გადაცემულ სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებებში პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელება;“.

2. დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) უზრუნველყოს მართვის უფლებით გადაცემულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებებში პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელება;“.

3. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამინისტრო მის სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ა(ა)იპ – აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს მეშვეობით უზრუნველყოფს საბერიოს საექიმო ამბულატორიის, სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ – გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს, ა(ა)იპ – გალის რაიონის სოფ. ნაბაკევის საექიმო ამბულატორიის, ა(ა)იპ – გალის რაიონის სოფ. ოტობაიას საექიმო ამბულატორიის, ა(ა)იპ – გალის რაიონის სოფ. ზემო ბარღების საექიმო ამბულატორიის, ა(ა)იპ – გალის რაიონის სოფ. რეფის საექიმო ამბულატორიისა და ა(ა)იპ – ზემო აფხაზეთის საავადმყოფოს საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას.“.

4. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტიდან ,,გ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

5. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებების მართვის დეპარტამენტი.“;

6. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) ნიშნავს და ათავისუფლებს სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს, დებს და წყვეტს მათთან ხელშეკრულებებს, ამტკიცებს მათ ანგარიშებს;“;

7.  დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

„მუხლი 101. სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებების მართვის დეპარტამენტი

სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: 

ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პარტნიორის უფლებამოსილებების განხორციელება და ხელშეწყობა მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოებში;  

ბ) პარტნიორის უფლებამოსილებებს მიკუთვნებული საკითხების კონტროლი; შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

გ) სამედიცინო საწარმოების წესდებით გათვალისწინებული ამოცანების რეალიზაციის ხელშეწყობა, საწარმოში გარე კაპიტალის მოზიდვა და მართვის ეფექტურობის ამაღლება;

დ) სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და ანგარიშის მიღება გაწეული საქმიანობის შესახებ, მათი განხილვა და საჭირო გადაწყვეტილების მიღება;

ე) მართვაში არსებული სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური ანგარიშგებების გაანალიზება აუდიტორულ დასკვნებთან ერთად, ამ საწარმოთა მიმართ კონკრეტული წინადადებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებების ბიზნესგეგმის პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;

ზ) სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებებიდან შემოსული ფაქტობრივად მიღებული მოგების განაწილების თაობაზე წინადადებების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში მათში კორექტივების შეტანა და  ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

თ) სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებების მიერ დამტკიცებული ბიზნესგეგმის შესრულების მიმდინარეობაზე მონიტორინგი, საწარმოების ფინანსური ანგარიშების მიღება, მათი ანალიზი და ამის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში საწარმოებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.“.

8. დებულების მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ლ. თევზაია) უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში.
მუხლი 3
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 14 მაისიდან.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.03.2024.
როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 28.03.2024. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.32.061.016384.
რამდენი მუხლისგან შედგება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №6, 28.03.2024, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016384 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6143753/