"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №18
2013 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია:
ა) სამინისტროს სახელმწიფო პროგრამებისათვის დანახარჯებისა და რესურსების პროგნოზირება და ხარჯვის მიმდინარეობის ანალიზი;
ბ) სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტების პროექტების მომზადება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მიზანმიმართულად განხორციელება;
დ) სახელმწიფო შესყიდვების წესით შეძენილი ტვირთის მიღება, შენახვა და გადაცემა დადგენილი წესით. ასევე, ჰუმანიტარული ტვირთის მიღება-შენახვის ორგანიზება;
ე) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება;
ვ) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება;
ზ) სამინისტროს საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა დისციპლინის დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევა და სათანადო დასკვნების დადება;
თ) მინისტრის მინდობილობის საფუძველზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს სისტემის საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, პირადი საქმეების შედგენა და საკადრო საკითხების წარმოება;
კ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომსახურების განხორციელება;
ლ) კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და დახელოვნების ღონისძიებათა უზრუნველყოფა;
მ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს თანამდებობის პირების საქმიანობის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა;
ნ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.“.
3. დებულების 102 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.10.2013.
- როდის იქნა მიღებული "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 31.10.2013. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.32.061.016050.
- რამდენი მუხლისგან შედგება "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.10.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №18, 31.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016050 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2066817/