„საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2014 წლის 10 სექტემბერი ქ. საჩხერე |
1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება;
ბ) საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და პროტოკოლის განყოფილება;
გ) საორგანიზაციო, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება;
დ) იურიდიული განყოფილება;”
2. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გამგებლის წარმომადგენლების მეშვეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკრებულოსა და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციების მიღებას და სათანადო დამუშავების შემდეგ გამგებლისათვის წარდგენას;
ბ) გამგებლის წარმომადგენლებისაგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე გამგებლისათვის წინადადებების წარდგენას ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაჭრის გზების შესახებ;
გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;
დ) საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების დადგენილი წესით გამოქვეყნებას;
ე) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, საკრებულოს, მუნიციპალურ სამსახურებსა და გამგებლის წარმომადგენლებს შორის;
ვ) საკრებულოსა და გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათ შესრულების კონტროლს;
ზ) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; გამგეობის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;
თ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
ი) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;
კ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;
ლ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
მ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას;
ნ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით;
ო) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
პ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;
ჟ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
რ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ს) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“
3. ამოღებულ იქნეს დებულების მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.09.2014.
- როდის იქნა მიღებული „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.09.2014. მიმღები ორგანო — საჩხერის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №33. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.130.016110.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.09.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №33, 10.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016110 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2496599/