„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/209 |
|
2018 წლის 26 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 29/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016489) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, მინისტრთან შეთანხმებით. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს დირექტორი.“. 2. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტი; ბ) მომსახურების ცენტრი; გ) ექსპორტის განვითარების დეპარტამენტი; დ) ექსპორტიორთა ხელშეწყობის დეპარტამენტი; ე) კვლევის და განვითარების დეპარტამენტი; ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ზ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; თ) ინვესტიციების მოზიდვის დეპარტამენტი; ი) ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტი.“. 3. დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კვლევის და განვითარების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები: ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა არსებული ბაზრების პირველადი ანალიზისა და ბაზრის სექტორული კვლევის მიმართულებით; ბ) მეწარმეობასა და ექსპორტის განვითარებასთან, აგრეთვე ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა; გ) სამეწარმეო სფეროსთან დაკავშირებული კვლევების მომზადება; დ) თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ფარგლებში პრიორიტეტული პროდუქტების გამოვლენა; ე) სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა კვლევითი საქმიანობიდან მიღებული ინფორმაციის გაზიარების მიზნით; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კვლევითი საქმიანობის გასაუმჯობესებლად; ზ) საექსპორტო ბაზრებისა და პროდუქტების იდენტიფიცირებაში მონაწილეობის მიღება; თ) მეწარმეობის განვითარებისათვის კერძო სექტორთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებების ინიცირების მიზნით; ი) ახალი პროექტების შემუშავების მიზნით კერძო სექტორთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; კ) სააგენტოს პროექტების/პროგრამების შესახებ მიმდინარე ანგარიშგებების მომზადება; ლ) მიმდინარე პროექტის/პროგრამების ეფექტურობის გაზრდის მიზნით გაუმჯობესების გზების შემუშავება და დანერგვა; მ) პროგრამების შეფასების კრიტერიუმების/ინდიკატორების შემუშავება და მონიტორინგი; ნ) ახალი პროდუქტების/პროექტების შექმნის მიზნით, სააგენტოს შესაბამის დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა; ო) სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებული განსაკუთრებული საკითხების თაობაზე მონაცემთა შეგროვება და ანალიზი. 4. ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან. |
|