„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/69
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016624
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/02/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/60

2020 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 29/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016489) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი.“.

2. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნას  „თ“ ქვეპუნქტი.

3. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„3. სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტში შემავალი სამსახურებია: საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური და მომსახურების ცენტრი (სამსახური).“.

4. დებულების მე-5 მუხლის 53 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„53. სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სააგენტოს მეწარმეობის, ექსპორტისა და ინვესტიციების მიმართულებებს შორის ურთიერთკავშირების ჩამოყალიბება და მათ შორის ურთიერთქმედების ხელშეწყობა;

ბ) სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში ჩართულობა;

გ) სააგენტოს ფარგლებში არსებული პროგრამების, პროექტების და აქტივობების განხორციელების და გაუმჯობესების/დახვეწის  პროცესში ჩართულობა;

დ) სააგენტოს მიმართულებების შესაბამისად ახალი პროგრამების შემუშავების, დანერგვის და განხორციელების პროცესის ხელშეწყობა;

ე) თემატურ ასოციაციებთან, ორგანიზაციებთან და გაერთიანებებთან კომუნიკაციის დამყარება და თანამშრომლობის მექანიზმის ჩამოყალიბება;

ვ) მედიასაშუალებებისა და სამაუწყებლო არხებისათვის სააგენტოს სახელით ინფორმაციის წარდგენა;

ზ) სააგენტოს ბენეფიციარებთან კომუნიკაციის დამყარება/შენარჩუნება და სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში მათი განვითარების ხელშეწყობა;

თ) სააგენტოს ბენეფიციარებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

ი) სხვადასხვა სექტორულ კლასტერებსა და კომპანიებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა;

კ) ადგილობრივ კომპანიებსა და უცხოელ ინვესტორებს შორის თანამშრომლობის დამყარების ხელშეწყობა;

ლ) უცხოელ ინვესტორებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის პროცესში ჩართულობა;

მ) დაინტერესებული პირებისთვის სახელმწიფოს ხელშემწყობი პროგრამების შესახებ ადგილზე და დისტანციური არხების საშუალებით (სატელეფონო ცენტრი და სხვ.) კონსულტაციის გაწევა.“.

5. დებულების მე-5 მუხლიდან ამოღებულ იქნეს 54 პუნქტი.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.02.2020.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 11.02.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/69. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.024.016624.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.02.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №1-1/69, 11.02.2020, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016624 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4796967/