„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/639 |
|
2019 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 29/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016489) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მეწარმეობის დეპარტამენტი; ბ) ინვესტიციების დეპარტამენტი; გ) ექსპორტის დეპარტამენტი; დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ე) ანალიზის, მონიტორინგის და შეფასების დეპარტამენტი; ვ) საერთაშორისო ურთიერთობების და დონორთა კოორდინაციის სამსახური; ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური; თ) მომსახურების ცენტრი (სამსახური).“. 2. დებულების მე-4 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი. 3. დებულების მე-5 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 52, 53 და 54 პუნქტები: „52. საერთაშორისო ურთიერთობების და დონორთა კოორდინაციის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმიანობის შესაბამისად, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა, შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებით საზოგადოებაში სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე; ბ) სააგენტოს საქმიანობაში დონორების ჩართვის ახალი ტენდენციებისა და გამოცდილების შესწავლა, კონკრეტული მექანიზმებისა და რეკომენდაციების შემუშავება; გ) სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და ინიციატივების ფარგლებში, დონორებთან და სააგენტოს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება და დივერსიფიცირება; დ) საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების განხორციელებული პროგრამებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია; ე) საერთაშორისო ღონისძიებების (ფორუმი, მისიები და ა.შ.) ორგანიზება, განხორციელება და კოორდინაცია. 53. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია: ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება; ბ) სააგენტოს დადებითი იმიჯის უზრუნველყოფა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე; გ) მასმედიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა; დ) სააგენტოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ოფიციალური განმარტებების, შეტყობინებების, საინფორმაციო ბიულეტენების, პრესრელიზების და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადება; ე) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მართვა; ვ) მედიამონიტორინგის ანალიზის მიხედვით როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ზ) ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება. 54. მომსახურების ცენტრის (სამსახური) ამოცანები და ფუნქციებია: ა) დაინტერესებული პირებისთვის სახელმწიფოს ხელშემწყობი პროგრამების შესახებ ადგილზე და დისტანციური არხების საშუალებით (სატელეფონო ცენტრი და სხვ.) კონსულტაციის გაწევა; ბ) დაინტერესებული პირების მხრიდან შესაბამის მომართვაზე ინფორმაციის მოძიება და მიწოდება; გ) სატელეფონო გამოკითხვების განხორციელება; დ) გაწეული კონსულტაციების შესახებ ანგარიშგებების მომზადება და შესაბამისი სამსახურებისათვის მიწოდება; ე) სააგენტოს მომსახურების ცენტრის ელექტრონულ მისამართზე შემოსული კორესპონდენციის მართვა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 3 იანვრიდან. |
|