„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №830 |
|
2013 წლის 25 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (სსმ III, 17.01.2007 წ., №7, მუხ. 53) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
2.
მე-7 მუხლს დაემატოს „ლ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ლ) სტრატეგიული განვითარების სამმართველო: ლ.ა) განვითარებისა და ანალიტიკის განყოფილება; ლ.ბ) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; ლ.გ) სატელეფონო მომსახურების ცენტრი (განყოფილება).“. |
3.
მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
4.
მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. სტრატეგიული განვითარების სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. სტრატეგიული განვითარების სამმართველოში შემავალი განყოფილებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) განვითარებისა და ანალიტიკის განყოფილება უზრუნველყოფს: ა.ა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებასა და განხილვის ორგანიზებას; ა.ბ) კვარტალში ერთხელ სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შეჯამებასა და შესაბამისი დასკვნის სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენას; ა.გ) ყველა რგოლში მაღალი ხარისხის მომსახურების ორგანიზებასა და გაწეული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სტრატეგიული გეგმის შემუშავებას; ა.დ) მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების განსაზღვრას და მათ შესწორებას, აგრეთვე საჭირო ზომების მიღებას მათი განმეორების თავიდან ასაცილებლად; ა.ე) მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას უახლესი მეთოდების, სტანდარტების, პროგრამების, აპარატურის მოძიების, შემუშავებისა და დანერგვის გზით; ა.ვ) სააგენტოს რეფორმირების სტრატეგიული გეგმის შემუშავებას, აგრეთვე ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით მათ საქმიანობაში თანამედროვე მენეჯმენტის ფორმებისა და მეთოდების დანერგვას; ა.ზ) სააგენტოს სამარკეტინგო სტრატეგიის შემუშავებას, დანერგვას, განახლებას და მისი შესრულების კონტროლს; ბ) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს: ბ.ა) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელში სააგენტოს გვერდის ადმინისტრირებას; ბ.ბ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემას; ბ.გ) საზოგადოების ინფორმირებას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე; ბ.დ) კომპეტენციის ფარგლებში თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნას; ბ.ე) სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას, სააგენტოს ქვედანაყოფების საქმიანობის ხელშეწყობას საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების, დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან კოორდინაციის, პროექტების მართვის კუთხით; ბ.ვ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვას; ბ.ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაციას; ბ.თ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვას; გ) სატელეფონო მომსახურების ცენტრი (განყოფილება) უზრუნველყოფს ცხელი ხაზის ფუნქციონირებას.“. |
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|