„საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№898
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.034.016232
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №898

2013 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (სსმ III, 17.01.2007 წ., №7, მუხ. 53) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ა.გ“ ქვეპუნქტი.

2. მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მომსახურების ხარისხის კონტროლისა და საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო:

ე.ა) მომსახურების ხარისხის კონტროლისა და საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს მომსახურების ხარისხის კონტროლის  განყოფილება;

ე.ბ) კადრების განყოფილება;“.

3. მე-7 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საფინანსო და სამეურნეო უზრუნველყოფის  სამმართველო:

ზ.ა) საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება;

ზ.ბ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება:

ზ.ბ.ა) სამეურნეო-ტექნიკური ქვეგანყოფილება;

ზ.გ) ტრანსპორტის განყოფილება;

ზ.დ) შესყიდვების განყოფილება;

ზ.ე) მომარაგების განყოფილება:

ზ.ე.ა)  საწყობისა და აღრიცხვის ქვეგანყოფილება;

ზ.ვ) სანომრე ნიშნების განყოფილება;

ზ.ზ) ქონების მართვის ქვეგანყოფილება.“.

4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველო:

მ.ა) საექსპერტო შემოწმების განყოფილება;

მ.ბ) ბალისტიკური შემოწმების განყოფილება;

მ.გ) სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების განყოფილება.“.

5. დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი;

ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. 

6. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მომსახურების ხარისხის კონტროლისა და საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. სამმართველოში შემავალი სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ა) მომსახურების ხარისხის კონტროლისა და საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს მომსახურების ხარისხის კონტროლის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა.ა) კონტროლის მიზნით სააგენტოს ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პერიოდულად შემოწმებას;

ა.ბ) სააგენტოს ადგილობრივი (რეგიონალურ) სტრუქტურული ერთეულების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;

ა.გ) სამსახურის ერთიან სისტემაში გამოვლენილი მოსამსახურეთა მიერ ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების, სამსახურებრივი გადაცდომისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის  ფაქტების  შემოწმება-განხილვას, სამართლებრივ შეფასებას,  შესაბამისი დასკვნების მომზადებასა და სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენას;

ა.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიული დანიშნულების სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღრიცხვასა და გაცემას;

ა.ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ბ) მომსახურების ხარისხის კონტროლისა და საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს კადრების განყოფილება უზრუნველყოფს:

ბ.ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად საკადრო ღონისძიებების განხორციელებას;

 ბ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლის და შესაბამისი შემოწმების განხორციელებას;

ბ.გ) პირად შემადგენლობასთან მუშაობასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების  მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;

ბ.დ) სააგენტოს მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებას;

ბ.ე) სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადებას;

ბ.ვ) სააგენტოს სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;

ბ.ზ) სააგენტოს მოსამსახურეების წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვასა და დამუშავებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;

ბ.თ) დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

ბ.ი) ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას;

ბ.კ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელებას.“.

            7. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საფინანსო და სამეურნეო უზრუნველყოფის   სამმართველოს  ძირითადი ამოცანაა სააგენტოს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მომსახურება, სააგენტოს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, სააგენტოს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და მისი დროული წარდგენის უზრუნველყოფა. სამმართველოში შემავალი სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ა) საფინანსო და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება:

ა.ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ანგარიშგებას და ბალანსის სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენას (პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის სისწორესა და წარდგენილი ბალანსის რეალობაზე);

ა.ბ) ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას; სააგენტოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას, საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრასა და მის სწორ ორგანიზაციას;

ა.გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სააგენტოს პირადი შემადგენლობის სოციალური ხარჯების დარიცხვას;

ა.დ) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის, რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხის და სხვა დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას;

ა.ე) უზრუნველყოფს სააგენტოს ყოველი მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებას და შემდგომი რეაგირებისთვის სააგენტოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენას;

ა.ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება–მოვალეობებს;

ბ)  საფინანსო და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება ახორციელებს:

ბ.ა) კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებებისა და  საწვავის აღრიცხვას და  საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;

ბ.ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში  სააგენტოს შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს ინვენტარიზაციის განხორციელების პროცედურებში;

ბ.გ) სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების სწორი ექსპლუატაციისა და ტექნიკის უსაფრთხოების  დაცვის კონტროლს;

გ)  საფინანსო და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს ტრანსპორტის განყოფილება უზრუნველყოფს:

გ.ა) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიღებას და ექსპლუატაციის ორგანიზებას;

გ.ბ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანასა და აღრიცხვიდან მოხსნას;

გ.გ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და მატერიალურ პასუხისმგებლობაზე კონტროლს, პერიოდულ დათვალიერებას დროული შეკეთების მიზნით;

გ.დ) სატრანსპორტო საშუალებების საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ–საცხები მასალით მომარაგებას დადგენილი წესით, სარემონტო სამუშაოების ორგანიზებას, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა–კონტროლს;

გ.ე) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას;

დ)  საფინანსო და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:

დ.ა)  სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადებას, მათი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენას;

დ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს სახელით აცხადებს და ორგანიზაციას უწევს შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;

დ.გ) ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებს;

დ.დ) უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას;

დ.ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, მატერიალურ ფასეულობათა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვის კონტროლის განხორციელებაზე;

დ.ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას;

ე)  საფინანსო და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს მომარაგების განყოფილება უზრუნველყოფს:

ე.ა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო სახარჯი სპეციალური საშუალებების (ეკიპირების, საჭირო ინვენტარის, ტექნიკის, აპარატურის, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონლის, მკაცრი აღრიცხვის და სხვა სახის ბლანკების, სანომრე ნიშნების, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობების, მართვის მოწმობების ბლანკებით და ა. შ.) მიღებას, შენახვას და დადგენილი წესით დანაყოფებისათვის გადაცემას;

ე.ბ) საწყობში შემოსული და გასული საქონლის აღრიცხვას დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით;

ე.გ) სააგენტოზე მოწოდებული საქონლის ინსპექტირებასა და საგარანტიო მომსახურების შესრულებას;

ე.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერილი იარაღის ჩაბარებას, აგრეთვე შეიარაღების, ტექნიკის, ინვენტარის, ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით აღრიცხვას, საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;

ე.ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოზე განპირობებული სამსახურებრივ–საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვას და სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე თანამშრომლებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაცემას;

ე.ვ) იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან უსასყიდლოდ გადმოცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის აღრიცხვას;

ე.ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვის კონტროლის განხორციელებაზე;

ე.თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას;

ვ)  საფინანსო და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სანომრე ნიშნების განყოფილება უზრუნველყოფს:

ვ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების დამზადებას, დაკარგულის ან დაზიანებულის აღდგენას და უფლებამოსილი პირებისათვის გადაცემას;

ვ.ბ) დამზადებული და დასამზადებელი სანომრე ნიშნების აღრიცხვას და მათ შესახებ დადგენილი წესით ინფორმაციის გაცემას;

ზ)  საფინანსო და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს ქონების მართვის ქვეგანყოფილება ახორციელებს:

ზ.ა) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობაში    გადაცემის      საკითხების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას კანონმდებლობით დადგენილი  წესით;

ზ.ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს ბალანსზე არსებული ან/და გადმოცემული ქონების სარგებლობაში გადაცემისა და განკარგვისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;

ზ.გ) ქონების გადაცემისას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ  და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან დადგენილი წესით  საკითხის შეთანხმებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;

ზ.დ) შენობა-ნაგებობების ასაშენებლად შესაბამისი ნებართვების მიღებასა და  დოკუმენტაციის მომზადებას, სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებთან შეთანხმებას; ასევე, მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობების დადგენილ ვადაში ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველყოფას;

ზ.ე) უძრავი ქონების  რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და შესაბამის  დაწესებულებაში წარდგენას;

ზ.ვ) ხელს უწყობს სააგენტოს შესაბამის კომისიას ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზებაზე კანონმდებლობით  დადგენილ  ვადებში და წესით;

ზ.ზ) საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებასთან ერთად სააგენტოს გამგებლობაში არსებული გამოუსადეგარი (ამორტიზებული) შენობა–ნაგებობებისა და სხვა გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ძირითადი აქტივების  ჩამოწერასა და განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას შესაბამისი კომისიების მუშაობის უზრუნველსაყოფად.“.

8. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 92 პუნქტი:               

 „92. საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოში შემავალი განყოფილებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ა) საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს საექსპერტო შემოწმების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა.ა) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით  სატრანსპორტო საშუალების  საექსპერტო შემოწმებას;

ა.ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულების განსაზღვრას;

ა.გ) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას;

ა.დ) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას;

ა.ე) სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვას;

ა.ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას;

ბ) საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს  ბალისტიკური შემოწმების განყოფილება უზრუნველყოფს:

ბ.ა)  იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას;

ბ.ბ) იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას;

გ) საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს  სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების განყოფილება ახორციელებს:

გ.ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში  რეგისტრაციისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების ვიზუალურად შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და  შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენას;

გ.ბ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას;

გ.გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე