„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-98
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.030.016226
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №01-98-№722

2021 წლის 4 ივნისი

2021 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივ ბრძანებაში (სსმ III, 15.10.2010წ., №133, მუხ. 1923) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„1 1. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ 2021 წლის 1 ივნისამდე შექმნილ სამოქალაქო  აქტებზე ვრცელდება 2021 წლის 1 ივნისამდე დადგენილი წესები.“.

 

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) 21  მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე, გარდა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან  დაკავშირებული  უფლებამოსილებების  შესრულებისა,  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამის განაცხადში მითითებულ საკონტაქტო საშუალებებზე სააგენტოს მონაცემთა ბაზით უზრუნველყოფილი კომუნიკაციის მეშვეობით ან/და წერილობითი შეტყობინების/გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობის (გადაცემის ან ფოსტით გაგზავნის) გზით.“;

ა.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  პუნქტი:

„21. ამ წესით განსაზღვრული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების მიერ დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით. ამ უფლებამოსილებების ფარგლებში, ელექტრონული ფორმით  გამოცემულ  ინდივიდუალურ  ადმინისტრაციულ-სამართლებრივ  აქტზე ვრცელდება „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესი. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები უფლებამოსილი არიან გამოიყენონ კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც.“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 მუხლის:

გ.ა) მე-2 და 21 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისას ელექტრონული დოკუმენტები დასტურდება კვალიფიციური ელექტრონული შტამპით/უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ხოლო ელექტრონული დოკუმენტების მატერიალური ასლების დამოწმებისათვის გამოიყენება ბეჭედი, რომლის ფორმას ამტკიცებს მინისტრი.“;

გ.გ) 41 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.დ) 44 და 45  პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ.ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ, მოქალაქის განცხადების საფუძველზე სამოქალაქო აქტის ჩანაწერში განხორციელებული შესწორების, ცვლილების და/ან დამატების თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს ცვლილებების, შესწორების და/ან დამატების შეტანას.“;

გ.ვ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) №2 დანართი ამოღებულ იქნეს;

ვ) №3 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ამ  ბრძანების  ამოქმედებამდე  წარდგენილ  განცხადებებზე  წარმოება  დასრულდეს  ამ ბრძანების ამოქმედებამდე დადგენილი წესით.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი
საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე
📎 დანართები (1)
დანართი N3.doc DOC

დანართი №3

მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და შემოსავლების ანგარიში

(ყოველთვიური)

დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების დასახელება

| | | | | | | | | | |

| | |მიღებულია საანგარიშო|გაცემულია საანგარიშო პერიოდში |ნაშთი საანგარიშო |გაცემული |შემოსავალი |შემოსავალი |სულ შემოსავალი |სულ შემოსავალი |

|დასახელება |ნაშთი სანგარიშო |პერიოდში | |პერიოდის ბოლოს |განმეორებითი|ადგილსამყოფელი |დაფინანსების |დაფინანსების |დაფინანსების |

| |პერიოდში | | | |მოწმობების |ქვეყნის ვალუტაში |ვალუტაში |ვალუტაში |ვალუტაში |

| | | | | |რაოდენობა | | | |(ნაზარდი ჯამით) |

| | |

ფასიანი მომსახურებით |

უფასო მომსახურებით |

50%-ით მომსახურება |

ტექნიკური წუნით | | | | | | | | |რ-ბა |დიაპაზონი

№- |

რ-ბა |დიაპაზონი

№- |

რ-ბა |დიაპაზონი

№- |

რ-ბა |დიაპაზონი

№- |

რ-ბა |დიაპაზონი

№- |

რ-ბა |დიაპაზონი

№- |

რ-ბა |დიაპაზონი

№- |

რ-ბა |მიეთითოს ადგ. ვალ. |მიეთითოს დაფ. ვალ. |მიეთითოს დაფ. ვალ. |მიეთითოს დაფ. ვალ. | |პირადობის

მოწმობა პასპორტი | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |

სულ | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |დაბრუნებული თანხები

| | | | | | | | |საკონსულო თანამდებობის პირი | | | | | |საბანკო ხარჯი | | | | | | | | |ფინანსური თანამდებობის

პირი | | | | | | |

სულ ჩათვლა | | | | | | |