„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 30 აგვისტოს №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №132/ნ |
|
2024 წლის 16 აგვისტო ქ.თბილისი |
1. პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. უნივერსიტეტს აქვს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საბანკო ანგარიშები გახსნილი სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში და საბანკო ანგარიშები კომერციულ ბანკებში, ემბლემა, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.
5. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომ – სამინისტრო)).“.
2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;“.
3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 18. რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების დელეგირება
1. რექტორის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა) მის მოვალეობას ასრულებს უნივერსიტეტში დასაქმებული პირი, რაც განისაზღვრება რექტორის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ შესაძლოა გაიცეს მინდობილობა, რომელშიც ზუსტად მიეთითება, თუ რომელი უფლებამოსილების განხორციელების უფლება აქვს პირს, აგრეთვე მინდობილობის მოქმედების ვადა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ეზღუდება უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტებზე – დიპლომსა და პროფესიულ დიპლომზე ხელმოწერის უფლებამოსილება.“.
4. 38-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ადმინისტრაციული (ფინანსური დავალიანება) ან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა;“.
ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-10 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ჯამში 5 წლის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;“;
5. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 47. უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება
უნივერსიტეტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.“.
|