„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №116/ნ |
|
2024 წლის 4 ივლისი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ან/და სახაზინო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.“.
2. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21-24 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„21. ცენტრის დირექტორს მინისტრის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
22. ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ) გარდაცვალება;
ე) სასამართლოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების გამოტანა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ უფლებამოსილების განხორციელებას;
ვ) ცენტრის დირექტორის უფლებამოსილებით განსაზღვრული ვალდებულების უხეში დარღვევა ან/და ცენტრის საქმიანობისთვის არსებითი ზიანის მიყენება.
23. ცენტრის დირექტორი არ შეიძლება იმავდროულად იყოს დასაქმებული ან ეკავოს თანამდებობა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
24. სამინისტრო უზრუნველყოფს დირექტორის შერჩევის პროცედურების განხორციელებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
გ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის დაკისრების მიზნით, მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ცენტრის დირექტორის ერთ-ერთ მოადგილეს.“;
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საკოორდინაციო საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომელიც იქმნება 4 წლის ვადით, ცენტრის მართვაში, მისი საქმიანობისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებაში დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად“.
3. 51 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკოორდინაციო საბჭოს წევრებს 4 წლის ვადით ნიშნავს მინისტრი ცენტრის დირექტორის წარდგინებით.“;
გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს 81- 82 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„81. საკოორდინაციო საბჭოს წევრები მონაწილეობენ ცენტრის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის პროცესში. დირექტორობის კანდიდატურის შესარჩევი კომისიის არანაკლებ 1/3 კომპლექტდება საკოორდინაციო საბჭოს წევრებით.
82. საკოორდინაციო საბჭოს წევრები მონაწილეობენ ცენტრის დირექტორის გათავისუფლების პროცესში. მინისტრის მიერ ცენტრის დირექტორის გათავისუფლების წარდგინება ხდება საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით.“.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|