„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-230
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.030.016295
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/06/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №01-230/№1004

2024 წლის 6 ივნისი

2024 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 15.10.2010 წ., №133, მუხ. 1923) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების და საქართველოს ინტერესთა სექციის (შემდგომ – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება) საკონსულო თანამდებობის პირები საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ, ასევე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე ახორციელებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) კომპეტენციას მიკუთვნებულ ზოგიერთ ფუნქციას.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“–„ო“ ქვეპუნქტები:

„ლ) მოქალაქეობის საკითხებთან (გარდა ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხისა) დაკავშირებით:

ლ.ა) განცხადებების მიღებას;

ლ.ბ) უფლებამოსილი პირისთვის სააგენტოს შესაბამისი გადაწყვეტილების გადაცემას;

მ) საქართველოს სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმების მიზნით:

მ.ა) განცხადებების მიღებას;

მ.ბ) ტესტირების ჩატარებას;

მ.გ) ტესტირების შედეგების შესახებ დოკუმენტის გადაცემას;

ნ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხზე:

ნ.ა) განცხადების მიღებას;

ნ.ბ) უფლებამოსილი პირისთვის სააგენტოს შესაბამისი გადაწყვეტილების გადაცემას;

ო) ემიგრაციის ნებართვის გაცემის საკითხზე:

ო.ა) განცხადების მიღებას;

ო.ბ) უფლებამოსილი პირისთვის სააგენტოს გადაწყვეტილების გადაცემას.“;

გ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. ამ მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

2. 22 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საზღვარგარეთ მყოფი პირისთვის მომსახურების გაწევისას საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია მიიღოს უცხო სახელმწიფოში ინგლისურ ან რუსულ ენაზე გაცემული/თარგმნილი დოკუმენტები. მოქალაქეობისა და თანამემამულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრიილია დარჩიაშვილი
საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე