„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№432
სარეგისტრაციო კოდი
190020060.22.027.016930
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №432

2019 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 30/12/2011; სარეგისტრაციო კოდი: 190020060.22.027.016227) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) ან/და კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანა

საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანას შესაძლებელია განაპირობებდეს სამინისტროს მიერ საგრანტო პროგრამისთვის მიმდინარე წლის დამტკიცებული/დაზუსტებული ასიგნებების, საგრანტო პროგრამაში შეტანილი საკითხის აქტუალობის ან/და სხვა გარემოებების ცვლილება. საგრანტო პროგრამაში ცვლილება ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამ მუხლით დადგენილ შემთხვევებში საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის ინიცირების მიზნით, მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს კონკურსის მიმდინარეობისას საგრანტო საბჭო, ხოლო კონკურსის დასრულების შემდეგ – სამინისტროს ადმინისტრაცია ან/და სააგენტო. საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.

3. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგრანტო პროგრამა დასამტკიცებლად წარდგენილია სააგენტოს მიერ, სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება სააგენტოში.“.

4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს ან/და სააგენტოს თანამშრომელთაგან იქმნება საბჭოს აპარატი.“.

5. 27-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრო ადმინისტრაციის (დეპარტამენტი), ეკონომიკური დეპარტამენტის ან/და, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მეშვეობით, ამოწმებს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე.“;

ბ) 21 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. გრანტის გამცემი (ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების სახით) ან/და სააგენტო უფლებამოსილია, ხელშეკრულებით დადგენილი პერიოდულობის გარდა, გრანტის მიმღებს მოსთხოვოს საგრანტო პროგრამის მიმდინარე პროგრამული და ფინანსური ანგარიშის წარმოდგენა, რაც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს.

3. მონიტორინგი ტარდება ანგარიშგების მასალების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის და გრანტის გამცემის მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. გრანტის გამცემი (ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების სახით) ან/და სააგენტო უფლებამოსილია, გრანტის მიმღებს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებულ ანგარიშთან დაკავშირებული განმარტებების ან/და დამატებითი დასაბუთების, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 26 ივლისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი