„სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №632 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№731
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.027.017222
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №731

2021 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №632 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №632 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/09/2020, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.027.017126) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“-„შ3“ ქვეპუნქტები:

„შ1) ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის კონტროლის პროცესის შედეგად დაარქივებული მასალის მოხსნა, ფიქსაცია და ანალიზი;

შ2) სამსახურსა და პენიტენციურ დაწესებულებებში (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებში) ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური უზრუნველყოფა (დაზიანებული აპარატურის შეცვლა, დაზიანების აღმოფხვრა და ახალი აპარატურის მონტაჟი); პენიტენციური დაწესებულებებისათვის (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებში) საჭირო ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მონტაჟის პროექტების შემუშავება;

შ3) პენიტენციურ სისტემაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, ასევე, უსაფრთხოების სისტემების გამართული მუშაობის მეთვალყურეობა;“.

2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“-„ბ3“ ქვეპუნქტები:

„ბ1) ახორციელებს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის კონტროლის პროცესის შედეგად დაარქივებული მასალის მოხსნას, ფიქსაციასა და ანალიზს;

ბ2) ახორციელებს სამსახურსა და პენიტენციურ დაწესებულებებში (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებში) ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკურ უზრუნველყოფას (დაზიანებული აპარატურის შეცვლა, დაზიანების აღმოფხვრა და ახალი აპარატურის მონტაჟი); შეიმუშავებს პენიტენციური დაწესებულებებისათვის (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებში) საჭირო ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მონტაჟის პროექტებს;

ბ3) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს პენიტენციურ სისტემაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასა და კონტროლს, ასევე, უსაფრთხოების სისტემების გამართული მუშაობის მეთვალყურეობას;“.

3. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“.

4. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.“.

5. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, ხოლო ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში – სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“.

6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

„მუხლი 151

1. მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.

2. სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

გ) უზრუნველყოფს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

დ) სამმართველოს უფროსის, მთავარი სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. სამმართველოს უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მთავარი სამმართველოს უფროსისა და სამმართველოს უფროსის წინაშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №632 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №632 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.06.2021.
როდის იქნა მიღებული „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №632 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №632 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.06.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №731. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.22.027.017222.
რამდენი მუხლისგან შედგება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №632 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №632 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №632 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №632 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №731, 30.06.2021, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017222 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5198172/