„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.156.016372
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №21

2019 წლის 7 ნოემბერი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 თებერვალის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/02/2018; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016315)  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.“

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება მშენებლობის ისეთ სახეზე, რომელიც საჭიროებს შეთანხმებას ან/და ნებართვას; ზედამხედველობის პროცესში კონტროლი პროექტის განხორციელებისა და დადგენილი ნორმების დაცვის მიზნით, სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოსწორების შესრულების კონტროლი“;

„2. სამსახური ადმინისტრაციული სამართალდაღვევის თაობაზე საქმეს აწარმოებს:

ა) საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას, შესაბამისი სახდელის დადების მიზნით, უფლებამოსილი პირი ამზადებს სამართლებრივი აქტის პროექტს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ფორმით“.

3. მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

ზ) კანონმდებლობით მინიჭებული სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია:

ზ.ა) სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას სამართალდარღვევის ფაქტზე დამრღვევის მიმართ გასცეს მითითება, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად;

ზ.ბ) მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში, ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ;

ზ.გ) უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე.

ზ.დ) შემოწმების აქტის შედგენიდან 1 თვის ვადაში(მოტივირებული საფუძვლის არსებობისას ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით) მერს წარუდგენს  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.“.

4. მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის ლ.ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ.ა) სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა“.

5. ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-4 მუხლის თ) და ი) ქვეპუნქტები.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი