„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2026 წლის 4 თებერვალი ქ. თერჯოლა |
1. დადგენილების დანართის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,სამსახურს აქვს, ბლანკი, ბეჭედი, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.
2) დადგენილების დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
1. შიდა აუდიტი და მონიტორინგი:
ა) მერიის წინაშე არსებული შესაძლო რისკების დადგენა და შეფასება;
ბ) მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმის წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრში;
ე) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება;
ვ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ზ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
თ) მერიის სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა;
ი) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
კ) მერიის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ლ) სპეციფიკიდან გამომდინარე, მერიის ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; მერისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა.
2. ინსპექტირება
ა) მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული შემდგომი რეაგირება;
ბ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
გ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მერთან შეთანხმებით, მასალების პროკურატურის ორგანოებში გადაგზავნა;
დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა;
ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.“.
3). დადგენილების მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ა) დაიცვას მერიის დებულების მოთხოვნები, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, აუდიტის გლობალური სტანდარტები და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები.“.
4. დადგენილების მე-6 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს.“.
5. ამოღებულ იქნეს დანართის მე-7, მე-8, მე-9 მუხლები.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.02.2026.
- როდის იქნა მიღებული „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 04.02.2026. მიმღები ორგანო — თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №33. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.126.016489.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.02.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №33, 04.02.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016489 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6779721/