ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.147.016219
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2019 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge;  26/04/2018; 010250050.35.147.016188) შეტანილ  იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაწესებულების  სისტემაში  დასაქმებულ  თანამშრომელთა  მიერ  საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია, მათ შორის, დაწესებულების სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების  დაცვის სამსახურებრივი კონტროლი,  ამავე დაწესებულების  სისტემის  თანამშრომელთა  მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების  და სხვა მართლსაწინააღმდეგო      ქმედებათა     გამოვლენა,     კომპეტენციის     ფარგლებში,    აღნიშნულ     ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების, მათ შორის, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხილების, აგრეთვე საჩივრების, შეტყობინებების   და  სხვა სახის   ინფორმაციის   შესწავლა  და  შესაბამისი  რეაგირება, ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, აგრეთვე  გამგებლისთვის შესაბამისი აქტების/დასკვნების მომზადება;“.

ბ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები:

„ბ1) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაწესებულების სისტემაში დისციპლინური  წარმოების  განხორციელება,  მოპოვებული  მასალების ანალიზის შედეგად დასკვნის მომზადება და გამგებლისთვის წარდგენა;

2) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, დაწესებულების სისტემაში დასაქმებულ თანამშრომლებისგან, ასევე, ნებაყოფლობის საფუძველზე, სხვა პირებისაგან ინფორმაციის მიღება;“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-6 მუხლის „ჰ6“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61.  დისციპლინური წარმოების ჩატარების წესი

1. დისციპლინური  წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადება,  სავარაუდო  დისციპლინური გადაცდომის თაობაზე  დასაბუთებული  ეჭვის არსებობა ან აუდიტის შედეგები. აგრეთვე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა  და კორუფციის შესახებ“ საქართველოს  კანონით გათვალისწინებული  მხილება. აგრეთვე, ცნობები დაწესებულების სისტემაში დასაქმებული თანამშრომლის მიერ ჩადენილი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან გადაცდომის შესახებ, მოქალაქეთა განცხადებები, მათ შორის, საჩივრები, შეტყობინებები  და  სხვა  სახის  ინფორმაცია,  სხვა  ადმინისტრაციული  ორგანოებიდან  მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“  შემოსული შეტყობინებები,  შიდა აუდიტორული  ანგარიში,  დაწესებულების  სისტემის  საქმიანობის მონიტორინგი, ანალიზი და სხვა.

2. დისციპლინური   წარმოებისას  სამსახურის  უფროსი  განსაზღვრავს შემოწმების საგანსა და შემოწმების ჯგუფის შემადგენლობას.

3.  სამსახურებრივი დისციპლინური   წარმოების  შედეგებზე  შემოწმების ჯგუფი  ადგენს დასკვნას, რომელშიც  აისახება  ინფორმაცია  მოპოვებული მასალებისა  და  აღმოჩენილი დარღვევების (ასეთის არსებობის  შემთხვევაში)  შესახებ, შემოწმების  დროს  დაფიქსირებული ფაქტების ანალიზი, კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები შემოწმების შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ (მათ შორის, დასკვნები საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევ პირთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე).

4. დასკვნას  ხელს აწერს უფლებამოსილი პირი.

5.  დასკვნა   გაცნობისა   და   შემდგომი   რეაგირებისათვის   წარედგინება გამგებელს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი